x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე სექსუალური პლუს ზომის მორბენალი მოდელი ჭარბწონიანი ქალების შესახებ ყველა სტერეოტიპს ანგრევს

image


კენდის ჰაფინი პლუს ზომის მოდელია, რომელმაც ჭარბი წონის მიუხედავად, ორი წლის წინ მტკიცედ გადაწყვიტა სირბილისთვის ხელი სერიოზულად მოეკიდა, და დღესდღეობით ის მოდის სფეროსა და ფიტნესის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეა.


image


გოგონა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანისთვის პოზირებს როგორიც - "Elle" და "Vogue" - ია. თავად კენდის თქმით, ის მოდელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა.


image


ჰაფინი სამოდელო ბიზნესში 16 წლის ასაკში მოხვდა. მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი ქალის ტანსაცმლის საცალო ქსელის- "Lane Bryant"-ის გადაღებებს უკავშირდებოდა, რის შემდეგაც დამწყები მოდელისთვის ნაყოფიერი 2011 წელიც დადგა და მომხიბვლელმა კენდისმა ავტორიტეტული გამოცემა - "Vogue Italia"- ს მთავარი გარეკანიც დაამშვენა.


image


ასე დაიწყო ახალბედა მოდელის დიდი წარმატება მოდის სფეროში. "CR Fashion Book", "Vogue USA", "Harper’s Bazaar" - ი ეს იმ გავლენიანი ბეჭდური გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საკუთარი გარეკანისთვის სწორედ, პლუს ზომის მოდელის კენდის ჰაფინის გარეგნობა შეარჩიეს. ასე აღმოჩნდა ის ისეთი ცნობილი სუპერმოდელების გვერდით, როგორებიც - ეშლი გრემი, ტარა ლინი და ისკრა ლოურენსია.


image


ჭარბი წონის მიუხედავად, კენდისს უყვარს საკუთარი სხეული და უახლოეს მომავალში არც წონაში დაკლებას აპირებს. გოგონა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე პოზიტიურ პოსტებს ხშირად აზიარებს და ერთგულ გამომწერებს არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიყვარონ საკუთარი სხეული და როგორ მიიღონ ის ისეთი, როგორიც არის.


image


წარმატებული მოდელის თქმით, სპორტისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად, ის საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება და ხშირად თავს საყვარელი ნუგბარითაც ინებივრებს.


imageimageimageimageimageimageimage


imageimageimageimage

imageimageimage








0
61
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
61