x
image
არჩილ ვერულიძე
ელეონორ აკვიტანიელი: როგორ დაიპყრო ქერათმიანმა პრინცესამ შუა საუკუნეების ევროპა
image

ცნობილია, რომ შუა საუკუნეების მენესტრელები (პოეტ-მუსიკოსები) არ იშურებდნენ ხოტბას და, ხშირად, მღეროდნენ ლამაზი ქალბატონების ღირსებებზე, რომლებიც მათ საერთოდ არ გააჩნდათ. მაგრამ ელეონორ აკვიტანიელზე საუბრისას თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეტებმა სულაც არ გადააჭარბეს. ქალი არა მხოლოდ წარმოუდგენლად ლამაზი, არამედ ძალიან ჭკვიანიც გახლდათ, რაც დაეხმარა მას საფრანგეთისა და ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი გამხდარიყო.


ელეონორი დაიბადა აკვიტანიის ჰერცოგის უილიამ X-ის ოჯახში, 1122-1124 წლის 1 აპრილს (ზუსტი თარიღი უცნობია). ჰერცოგს სამი შვილი ჰყავდა - ორი ქალიშვილი, ელეონორი და პეტრონილა და მემკვიდრე ვაჟი უილიამ აიგრენტი. ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება შვილს უნდა გადასცემოდა, მაგრამ იგი გარდაიცვალა. ამის შედეგად, 1137 წელს უილიამ X-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, გოგონები საფრანგეთის მეფის მეურვეობის ქვეშ მოხვდნენ. თავის მხრივ, მონარქმა აიღო ვალდებულება, გაეთხოვებინა ჰერცოგის მემკვიდრე ელეონორი, რათა გაეგრძელებინა აკვიტანიის მმართველთა დინასტია.

image


მაგრამ პატარძლის სიმდიდრე, რომელიც შედგებოდა აკვიტანიის, გასკონიისა და პუატიესგან, მოსვენებას უკარგავდა ლუი VI- ს. მეფემ გადაწყვიტა საფრანგეთისთვის მიეკუთვნებინა ეს მიწები და დიდი ინტრიგა დაგეგმა - მან თავისი 17 წლის ვაჟი, ლუი დააქორწინა 13 წლის ელეონორზე.

image

სავარაუდოდ, მეფე გრძნობდა, რომ მისი სიცოცხლე იწურებოდა და ქორწილი დაუყოვნებლივ გაიმართა. შვილის ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ ლუი მე-VI გარდაიცვალა და მისი ვაჟი, ლუი მე-VII გამეფდა. ამრიგად, ძალიან ახალგაზრდა გოგონა გახდა შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს დედოფალი.


უნდა ითქვას რომ ელეონორი არ იყო აღფრთოვანებული ქორწინებით. სამეფო სასახლეში ცხოვრება, მრავალი წესისა პირობის დაცვა, ძალიან განსხვავდებოდა აკვიტანიური ცხოვრების წესისგან, სადაც გოგონა სრულუფლებიანი დიასახლისი იყო. ქმართანაც არ გამუმათლა - ლუი მე-VII აღმოჩნდა მოსაწყენი ღვთისმოსავი ახალგაზრდა, რომელიც უმეტეს დროს სასულიერო პირების კომპანიაში ატარებდა.

image

ახალგაზრდა მეფეს არ აინტერესებდა ნადირობა, ნადიმები და რაინდული ტურნირები, ან თუნდაც უმშვენიერესი ცოლი. მონარქის გონება ჯვაროსნული ლაშქრობების დაგეგმვით იყო დაკავებული. ალბათ ამიტომ, სამეფო ოჯახის პირველი შვილი - ქალიშვილი მარია, ქორწილიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაიბადა. ქალიშვილის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ მეფე გაემგზავრა მე -2 ჯვაროსნულ ლაშქრობაში, უზარმაზარი არმიის სათავეში.


იმ დროს ცოლებს ევალებოდათ დალოდებოდნენ ქმრებს, სანამ ისინი წმინდა მიწაზე იმყოფებოდნენ. მაგრამ ელეონორს სულ სხვა ხასიათი ჰქონდა. გოგონამ გამოთქვა სურვილი გაჰყოლოდა ქმარს ლაშქრობაში, რომელიც იმ დროს რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. დედოფალი მოგზაურობდა არა მოქარგული ბალდახინის ქვეშ, არამდედ როგორც ნამდვილი ამორძალი - ცხენზე ამხედრებული, ჯაჭვის პერანგითა და ხმლით ხელში.

image

მეფის და მისი ჯარისთვის სერიოზული პრობლემები დაიწყო ანტიოქიის ტერიტორიაზე, ახლანდელ სირიაში. ოდესღაც "ურწმუნოთათათვის" წართმეულ ქალაქს მართავდა ელეონორის ბიძა რაიმუნდი. ნათესავმა შესთავაზა მეფეს ცოტა ხნით შეჩერება და გზად შესანიშნავი სტრატეგიული პუნქტის - ალეპოს აღება.

მაგრამ ლუიმ არა მხოლოდ უარი თქვა წარმატებისთვის განწირულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე, არამედ რაიმუდთანაც უთანხმოება ჩამოაგდო, ძალიან სულელური მიზეზის გამო. ვიღაცამ გაავრცელა ჭორი, რომ მისი ცოლი არ იყო გულგრილი ბიძის მიმართ, ეჭვიანი ახალგაზრდა მეფე აჰყვა ჭორებს, საღი აზრისა და ჭკვიანური სრატეგიის უგულებელყოფა არჩია.

image

იმის ნაცვლად, რომ მდიდარი და ცუდად გამაგრებული ალეპო დაემორჩილებინა საიმედო მოკავშირის თანხლებით, ლუი ჯარით გაემართა დამასკოში, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია. ვინაიდან არმია წარუმატებელი ალყის დროს შეასუსტეს სარკინოზებმა და დაავადებებმა მეფემ უარი თქვა ჯვაროსნულ ლაშქრობაზე და შინ გაბრუნდა.


1149 წელს მეფე და დედოფალი საფრანგეთში დაბრუნდნენ, 1151 წელს მათ კიდევ ერთი ქალიშვილი - ალისი შეეძინათ. მაგრამ მემკვიდრის დაბადებაც კი ვერ გადაარჩენდა ლუისა და ელეონორის ქორწინებას, რადგან დედოფალი ქმრის მიმართ თბილ გრძნობებს არ განიცდიდა. სულელი და ზედმეტად რელიგიური მეფე აღიზიანებდა ქალს, ის დაჟინებით მოითხოვდა განქორწინებას, რომელიც 1152 წელს მოხდა.

image

ჰერცოგთა სასახლე პუატიეში. ელეონორ აკვიტანიელის რეზიდენცია



იმ ბნელ დროში, განქორწინებისთვის, საკმარისი არ იყო გრძნობების ნაკლებობის ან ხასიათების შეუსაბამობის გამოცხადება, ამიტომ განქორწინების ოფიციალურ მიზეზად მეუღლეთა ზედმეტად ახლო ნათესაური კავშირი დასახელდა, რასაც ეკლესიის კანონიკები არ უწყობდა ხელს.


მე - XII საუკუნეში, ასეთი განქორწინების შემდეგ, ქალი ჩვეულებრივად რჩებოდა თავის ოჯახურ კერაში, ზრდიდა შვილებს და მონაწილეობას იღებდა პატარა მოლაპარაკებებში ვასალებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. მაგრამ ელეონორმა სტერეოტიპები დაამსხვრია. ერთი წელიც კი არ გასულა და ყოფილი დედოფალი ისევ გათხოვდა, ამჯერად ცოლად გაჰყვა ინგლისის ტახტის პრეტენდენტს. აკვიტანიის ჰერცოგინიას რჩეული გახდა ჰენრი პლანტაგენეტი, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსი იყო.

image

ჰენრი პირქუში ლუის საპირისპირო პიროვნება იყო. ხმაურიანი და ხალისიანი, მას უყვარდა ცხენოსნობა, ნადირობა და რაინდული ტურნირები. მისი მეუღლისთვის იგი ნამდივლი მამაკაცის განსახიერება გახლდათ - კეთილშობილი და ძლიერი. სამწუხაროდ ადამიანები იცვლებიან, 1154 წელს ინგლისის მეფე გახდა ჰენრი და თანდათანობით შეიცვალა უარესისკენ.


მეფე ნაკლებ დროს უთმობდა დედოფალსა და მათ 8 შვილს, ეხვეოდა ახალ რომანებში. დედოფალს ქმრის ერთ-ერთი საყვარლის "როზამუნდა მშვენიერის" მოწამლვაც კი მოუხდა, მაგრამ ამან გავლენა არ მოახდინა მეფის ქცევაზე. 1169 წელს ელეონორი გაიქცა ინგლისიდან მშობლიურ აკვიტანაში და თან წაიყვანა ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი - რიჩარდი.

image

შორიდან დედოფალმა დაიწყო ინტრიგების ხლართვა ჰენრი II პლანტაგენეტის წინააღმდეგ და მიაღწია იმას, რომ ვაჟები მამას აუმხედრდნენ. ელეონორი აჯანყებულებს აქტიურად უჭერდა მხარს აკვიტანიიდან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იგლისელ მონარქთან ბრძოლაში მას მხარი დაუჭირა პირველმა ქმარმა, ლუი VII- მ, საფრანგეთის მეფემ. ქალმა ასევე აჯანყება წამოიწყო მშობლიურ აკვიტანაში.


ორივე აჯანყება ჩახრშობილი იქნა. ელეონორმა მიატოვა მშობლიური აკვიტანია და ერთგულ ხალხთან ერთად სცადა პარიზში ლუი XVII-თან გაქცევა, მაგრამ მისი რაზმი გზაში დააკავა ჰენრი II-ის ხალხმა. მეამბოხე დედოფალი ინგლისში წაიყვანეს და დააპატიმრეს ვინჩესტერში, სადაც იგი 1189 წლამდე იმყოფებოდა კომფორტულ პატიმრობაში.

image

დედოფალმა თავისუფლება მიიღო მხოლოდ ჰენრი II- ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ინგლისის ტახტი მისმა ვაჟმა რიჩარდ I ლომგულმა დაიკავა. სწორედ მაშინ დადგა უკვე ასაკოვანი ქალის აღზევების საათი. მეფე მუდმივ ლაშქრობებში იმყოფებოდა და დედამისმა ფაქტობრივად აიღო კონტროლი სამეფოზე.


ელეონორს საკადრისი უნდა მივუზღოთ, იგი ბრძნულად და სამართლიანად მართავდა, დაიმსახურა პატივისცემა ქვეშევრდომებსა და საგარეო პოლიტურ არენაზე. 1199 წელს რიჩარდ I- ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ტახტი ჯონმა დიაკავა, ხანდაზმულმა დედოფალმა თავის ფრანგულ სამფლობელოში განმარტოვება არჩია. ჯონი, რომელიც გულწრფელი და მამაცი რიჩარდის სრულიად საპირისპირო მხარეს წარმოადგენდა, არ უყვარდა დედოფალს და არ შეეძლო მასთან თანაცხოვრება.

image

ელეონორი არც აკვიტანიაში იჯდა გულხელდაკრეფილი - ის აქტიურად მონაწილეობდა საჰერცოგოს ცხოვრებაში და 1202 წელს მირაბოს ციხის დაცვაც კი მოაწყო, რომელიც მისმა შვილიშვილმა ალყაში მოაქცია. ეს მშვენიერი ქალი გარდაიცვალა 1204 წელის 1 აპრილს, 82 წლის ასაკში.

0
78
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0