ბიოგრაფია ელეონორ აკვიტანიელი: როგორ დაიპყრო ქერათმიანმა პრინცესამ შუა საუკუნეების ევროპა 2020, 2 ოქტომბერი, 0:49 ![]() ელეონორი დაიბადა აკვიტანიის ჰერცოგის უილიამ X-ის ოჯახში, 1122-1124 წლის 1 აპრილს (ზუსტი თარიღი უცნობია). ჰერცოგს სამი შვილი ჰყავდა - ორი ქალიშვილი, ელეონორი და პეტრონილა და მემკვიდრე ვაჟი უილიამ აიგრენტი. ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება შვილს უნდა გადასცემოდა, მაგრამ იგი გარდაიცვალა. ამის შედეგად, 1137 წელს უილიამ X-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, გოგონები საფრანგეთის მეფის მეურვეობის ქვეშ მოხვდნენ. თავის მხრივ, მონარქმა აიღო ვალდებულება, გაეთხოვებინა ჰერცოგის მემკვიდრე ელეონორი, რათა გაეგრძელებინა აკვიტანიის მმართველთა დინასტია. ![]() მაგრამ პატარძლის სიმდიდრე, რომელიც შედგებოდა აკვიტანიის, გასკონიისა და პუატიესგან, მოსვენებას უკარგავდა ლუი VI- ს. მეფემ გადაწყვიტა საფრანგეთისთვის მიეკუთვნებინა ეს მიწები და დიდი ინტრიგა დაგეგმა - მან თავისი 17 წლის ვაჟი, ლუი დააქორწინა 13 წლის ელეონორზე. ![]() უნდა ითქვას რომ ელეონორი არ იყო აღფრთოვანებული ქორწინებით. სამეფო სასახლეში ცხოვრება, მრავალი წესისა პირობის დაცვა, ძალიან განსხვავდებოდა აკვიტანიური ცხოვრების წესისგან, სადაც გოგონა სრულუფლებიანი დიასახლისი იყო. ქმართანაც არ გამუმათლა - ლუი მე-VII აღმოჩნდა მოსაწყენი ღვთისმოსავი ახალგაზრდა, რომელიც უმეტეს დროს სასულიერო პირების კომპანიაში ატარებდა. ![]() იმ დროს ცოლებს ევალებოდათ დალოდებოდნენ ქმრებს, სანამ ისინი წმინდა მიწაზე იმყოფებოდნენ. მაგრამ ელეონორს სულ სხვა ხასიათი ჰქონდა. გოგონამ გამოთქვა სურვილი გაჰყოლოდა ქმარს ლაშქრობაში, რომელიც იმ დროს რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. დედოფალი მოგზაურობდა არა მოქარგული ბალდახინის ქვეშ, არამდედ როგორც ნამდვილი ამორძალი - ცხენზე ამხედრებული, ჯაჭვის პერანგითა და ხმლით ხელში. ![]() ![]() 1149 წელს მეფე და დედოფალი საფრანგეთში დაბრუნდნენ, 1151 წელს მათ კიდევ ერთი ქალიშვილი - ალისი შეეძინათ. მაგრამ მემკვიდრის დაბადებაც კი ვერ გადაარჩენდა ლუისა და ელეონორის ქორწინებას, რადგან დედოფალი ქმრის მიმართ თბილ გრძნობებს არ განიცდიდა. სულელი და ზედმეტად რელიგიური მეფე აღიზიანებდა ქალს, ის დაჟინებით მოითხოვდა განქორწინებას, რომელიც 1152 წელს მოხდა. ![]() ჰერცოგთა სასახლე პუატიეში. ელეონორ აკვიტანიელის რეზიდენცია იმ ბნელ დროში, განქორწინებისთვის, საკმარისი არ იყო გრძნობების ნაკლებობის ან ხასიათების შეუსაბამობის გამოცხადება, ამიტომ განქორწინების ოფიციალურ მიზეზად მეუღლეთა ზედმეტად ახლო ნათესაური კავშირი დასახელდა, რასაც ეკლესიის კანონიკები არ უწყობდა ხელს. მე - XII საუკუნეში, ასეთი განქორწინების შემდეგ, ქალი ჩვეულებრივად რჩებოდა თავის ოჯახურ კერაში, ზრდიდა შვილებს და მონაწილეობას იღებდა პატარა მოლაპარაკებებში ვასალებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. მაგრამ ელეონორმა სტერეოტიპები დაამსხვრია. ერთი წელიც კი არ გასულა და ყოფილი დედოფალი ისევ გათხოვდა, ამჯერად ცოლად გაჰყვა ინგლისის ტახტის პრეტენდენტს. აკვიტანიის ჰერცოგინიას რჩეული გახდა ჰენრი პლანტაგენეტი, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსი იყო. ![]() მეფე ნაკლებ დროს უთმობდა დედოფალსა და მათ 8 შვილს, ეხვეოდა ახალ რომანებში. დედოფალს ქმრის ერთ-ერთი საყვარლის "როზამუნდა მშვენიერის" მოწამლვაც კი მოუხდა, მაგრამ ამან გავლენა არ მოახდინა მეფის ქცევაზე. 1169 წელს ელეონორი გაიქცა ინგლისიდან მშობლიურ აკვიტანაში და თან წაიყვანა ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი - რიჩარდი. ![]() ორივე აჯანყება ჩახრშობილი იქნა. ელეონორმა მიატოვა მშობლიური აკვიტანია და ერთგულ ხალხთან ერთად სცადა პარიზში ლუი XVII-თან გაქცევა, მაგრამ მისი რაზმი გზაში დააკავა ჰენრი II-ის ხალხმა. მეამბოხე დედოფალი ინგლისში წაიყვანეს და დააპატიმრეს ვინჩესტერში, სადაც იგი 1189 წლამდე იმყოფებოდა კომფორტულ პატიმრობაში. ![]() ელეონორს საკადრისი უნდა მივუზღოთ, იგი ბრძნულად და სამართლიანად მართავდა, დაიმსახურა პატივისცემა ქვეშევრდომებსა და საგარეო პოლიტურ არენაზე. 1199 წელს რიჩარდ I- ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ტახტი ჯონმა დიაკავა, ხანდაზმულმა დედოფალმა თავის ფრანგულ სამფლობელოში განმარტოვება არჩია. ჯონი, რომელიც გულწრფელი და მამაცი რიჩარდის სრულიად საპირისპირო მხარეს წარმოადგენდა, არ უყვარდა დედოფალს და არ შეეძლო მასთან თანაცხოვრება. ![]()
80 6-ს მოსწონს
|