x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
წარმოუდგენელი მითები და ლეგენდები ქალის ორგანიზმის შესახებ

image


მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სხვადასხვა დროს ქალების ყოფა მარტივი არასდროს ყოფილა, მეტიც, მათ დღემდე ჯერ კიდევ არაერთ შეზღუდვასთან და წინაღმდეგობასთან გამკლავება უწევთ, თუმცა აღნიშნულ სტატიაში კონკრეტულად, ქალის ორგანიზმთან დაკავშირებულ ყველაზე სასაცილო და აბსურდულ მითებზე მოგიყვებით, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არც არაფერი იცოდით.


image


აი, მედიცინის მამად წოდებულმა ჰიპოკრატემ კი ყველაფერი ნამდვილად არ იცოდა, როგორც მისი ძველი ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი, ექიმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ქალის სხეული ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა. ანტიკური მედიცინის რეფორმატორი თვლიდა, რომ ქალის საშვილოსნო მუდმივად მოძრაობდა და ის ერთ ადგილას, უძრაოდ არ იყო.


image


როდესაც გენეტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა, ადამიანებს ყველაზე აბსურდული ცრურწმენებისაც კი მტკიცედ სჯეროდათ. მაგალითად, ისინი დარწმუნებულები იყვნენ რომ თუ ფეხმძიმე ქალი შეუხადავ ადამიანს ან მის ფოტოს შეხედავდა მისი შვილიც ასეთივე უშნო დაიბადებოდა.


image


აი, კიდევ ერთი აბსურდული ცრურწმენა, რომელიც რომაელებმა მოიგონეს, მათი აზრით ქალს მენსტრუაციის დროს დამანგრეველი ძალა ჰქონდა, თუკი ის "ამ დღეებში", ყვავილების გვერდით ჩაივლიდა, ისინი აუცილებლად დაჭკნებოდნენ, ღვინო - კი ამჟავდებოდა.


image


არისტოტელემ კიდევ ერთი ორიგინალური თეორია გაგვიზიარა, ფილოსოფოსი თვლიდა, რომ ქალი იგივე მამაკაცი იყო, უბრალოდ მან მომწიფების პროცესში გარკვეული ცვლილებები განიცადა.


image


1800-იან წლებში ჰარვარდის პროფესორმა საზოგადოებას თავისი ერთ - ერთი გენიალური იდეა გაანდო, რომლის თანახმადაც ქალებს კითხვაზე დღეში 4 საათზე მეტი არ უნდა დაეხარჯათ, ვინაიდან დროის ასეთ ფლანგვას პროფესორის თქმით, შესაძლოა ქალებში უნაყოფობა გამოეწვია.



image


ძველად მენოპაუზა ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა სახის ქიმიურ პრეპარატს იყენებდნენ, რომელსაც შეეძლო ქალის სიკვდილიც კი გამოეწვია.


image


მე -14 საუკუნეში ქირურგებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ ქალის მკერდი სხეულზე ასეთ დონეზე სპეციალურად იმიტომ იყო, რომ მამაკაცებს მისი უკეთ დანახვა შეძლებოდათ, რაღა თქმა უნდა, აბა სხვა კიდევ ვისთვის?


image


შუა საუკუნეებში მამაკაცები დიდი ფანტაზიორობითა და "გამომგონებლობით" გამოირჩეოდნენ, სიბერის ჟამს დაავადებებისგან მათ განკურნების საკმოდ ორიგინალურ გზას მიაგნეს. მოხუცებს სჯეროდათ, რომ მათი დახმარება მხოლოდ ახალგაზრდა ქალწულ გოგონას შეეძლო, რომელიც მათ სხეულში სითბოს შეუნარჩუნებდა.


image


და ბოლოს, კიდევ ერთი ყველაზე აბსურდული მითი, რომლის თანახმადაც, ოდესღაც ქალებს თურმე "vagina dentata" ანუ "დაკბილული საშო" ჰქონდათ. ათასობით ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ თავდაუზოგავად "ებრძოდნენ" ძლიერი სქესის წამომადგენელთა შორის ყველაზე ძლიერნი ქალის ამ ე.წ. "დაკბილულ საშოს" და მისი საბოლოოდ, დამარცხების შემდეგ თავმომწონედ აცხადებდნენ რომ ქალები უკვე აღარანაირი საფრთხის მატარებლები აღარ იყვნენ.











0
272
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
272