ქალი წარმოუდგენელი მითები და ლეგენდები ქალის ორგანიზმის შესახებ 2020, 1 ოქტომბერი, 17:43 მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სხვადასხვა დროს ქალების ყოფა მარტივი არასდროს ყოფილა, მეტიც, მათ დღემდე ჯერ კიდევ არაერთ შეზღუდვასთან და წინაღმდეგობასთან გამკლავება უწევთ, თუმცა აღნიშნულ სტატიაში კონკრეტულად, ქალის ორგანიზმთან დაკავშირებულ ყველაზე სასაცილო და აბსურდულ მითებზე მოგიყვებით, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არც არაფერი იცოდით.აი, მედიცინის მამად წოდებულმა ჰიპოკრატემ კი ყველაფერი ნამდვილად არ იცოდა, როგორც მისი ძველი ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი, ექიმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ქალის სხეული ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა. ანტიკური მედიცინის რეფორმატორი თვლიდა, რომ ქალის საშვილოსნო მუდმივად მოძრაობდა და ის ერთ ადგილას, უძრაოდ არ იყო.როდესაც გენეტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა, ადამიანებს ყველაზე აბსურდული ცრურწმენებისაც კი მტკიცედ სჯეროდათ. მაგალითად, ისინი დარწმუნებულები იყვნენ რომ თუ ფეხმძიმე ქალი შეუხადავ ადამიანს ან მის ფოტოს შეხედავდა მისი შვილიც ასეთივე უშნო დაიბადებოდა.აი, კიდევ ერთი აბსურდული ცრურწმენა, რომელიც რომაელებმა მოიგონეს, მათი აზრით ქალს მენსტრუაციის დროს დამანგრეველი ძალა ჰქონდა, თუკი ის "ამ დღეებში", ყვავილების გვერდით ჩაივლიდა, ისინი აუცილებლად დაჭკნებოდნენ, ღვინო - კი ამჟავდებოდა.არისტოტელემ კიდევ ერთი ორიგინალური თეორია გაგვიზიარა, ფილოსოფოსი თვლიდა, რომ ქალი იგივე მამაკაცი იყო, უბრალოდ მან მომწიფების პროცესში გარკვეული ცვლილებები განიცადა.1800-იან წლებში ჰარვარდის პროფესორმა საზოგადოებას თავისი ერთ - ერთი გენიალური იდეა გაანდო, რომლის თანახმადაც ქალებს კითხვაზე დღეში 4 საათზე მეტი არ უნდა დაეხარჯათ, ვინაიდან დროის ასეთ ფლანგვას პროფესორის თქმით, შესაძლოა ქალებში უნაყოფობა გამოეწვია.ძველად მენოპაუზა ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა სახის ქიმიურ პრეპარატს იყენებდნენ, რომელსაც შეეძლო ქალის სიკვდილიც კი გამოეწვია.მე -14 საუკუნეში ქირურგებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ ქალის მკერდი სხეულზე ასეთ დონეზე სპეციალურად იმიტომ იყო, რომ მამაკაცებს მისი უკეთ დანახვა შეძლებოდათ, რაღა თქმა უნდა, აბა სხვა კიდევ ვისთვის?შუა საუკუნეებში მამაკაცები დიდი ფანტაზიორობითა და "გამომგონებლობით" გამოირჩეოდნენ, სიბერის ჟამს დაავადებებისგან მათ განკურნების საკმოდ ორიგინალურ გზას მიაგნეს. მოხუცებს სჯეროდათ, რომ მათი დახმარება მხოლოდ ახალგაზრდა ქალწულ გოგონას შეეძლო, რომელიც მათ სხეულში სითბოს შეუნარჩუნებდა.და ბოლოს, კიდევ ერთი ყველაზე აბსურდული მითი, რომლის თანახმადაც, ოდესღაც ქალებს თურმე "vagina dentata" ანუ "დაკბილული საშო" ჰქონდათ. ათასობით ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ თავდაუზოგავად "ებრძოდნენ" ძლიერი სქესის წამომადგენელთა შორის ყველაზე ძლიერნი ქალის ამ ე.წ. "დაკბილულ საშოს" და მისი საბოლოოდ, დამარცხების შემდეგ თავმომწონედ აცხადებდნენ რომ ქალები უკვე აღარანაირი საფრთხის მატარებლები აღარ იყვნენ.273 შეფასება არ არის |