სხვა საშიშია თუ არა თხილი ჩვენი ორგანიზმისათვის და რეკომენდებულია თუ არა მისი მირთმევა? 2020, 29 სექტემბერი, 22:15 ალბათ ყველა დამეტანხმება იმაში, რომ თხილი უგემრიელესია. იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანს, რომელიც მასზე არაა შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მის მიმართ ალერგიულია, მაინც უჭირთ მასზე უარის თქმა.
თხილი, არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლო პროდუქტიცაა. მას უამრავი ისეთი თვისება ახასიათეს, რომელიც მრავალი დაავადების სამკირნალოდ გამოიყენება.
აღსანიშნავია ის ფაქრი, რომ სასარგებლო ტვისებები ახასიათებს არა მხოლოდ თხილს, არამედ მის ნაჭუჭს, ფოთლებსა თუ კანს.
რაც შეეხება მის კალორიულობას, იგი შემდეგნაირია:
100 გრამი პროდუქტის კალორიულობაა დაახლოებით 650 კკალორია. 400 გრამი თხილი უზრუნველყოფს მოზრდილი ადამიანის კალორიების სადღეღამისო ნორმას. თხილში შედის: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები. ორგანული მჟავები, წყალი, ნახშირი. ვიტამინები: А, ბეტაკაროტინი, В1, В2, Е, РР, ნიაცინი; მიკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა. იგი ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, შველის რევმატიზმს, ბრონქიტს და სხვა მრავალ დაავადებას. თხილი ააქტიურებს ტვინის მუშაობას: ამას ხელს უწყობს მაღალი კალორიულობა და ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი შემადგენლობა. თხილი ამძაფრებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს შრომისუნარიანობასა და ხსნის დაღლილობას. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას: თხილში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინის დონის შემცირებაში, ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების შესაძლებლობას. ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, იცავს ათეროსკლეროზისგან. კალციუმი სისხლძარღვების კედლებისა და გულის კუნთების ელასტიკურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე რეკომენდებულია თხილის მიღება მათთვის, ვისაც სისხლის დაავადებები აქვს. აძლიერებს იმუნურ სისტემას: თხილში არსებული ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით ძლიერდება იმუნიტეტი. თხილის მიღებით ადამიანი ორგანიზმს ეხმარება, რომ დაუპირისპირდეს ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს. ასევე სასარგებლოა თხილი დაავადებების შემდეგ დასუსტებული ორგანიზმის აღდგენისა და დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევებში. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და შლაკები: თხილის რეგულარული მიღებისას ღვიძლი და ნაწლავები მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან იწმინდება, ასევე, ის აჩერებს ამ ორგანოებში დაჩირქების პროცესს. თხილის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, რომელსაც სისხლძარღვების შევიწროების ეფექტი აქვს, ასევე ბეტულინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა ნორჩი ყლორტების ქერქის ანტიოქსიდანტური მოქმედება. ფოთლების შემადგენლობაშია ალდეჰიდები, ეთერზეთი, ვიტამინი С, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ფენოლკარბონატის მჟავა. ალბათ ყველასატვის კარგადაა ცნობილი თხილის სამკურნალო თვისებები ხველების დროს. აიღეთ 1-2 პეშვი გაწმენდილი და დაფქული თხილის გული, შეურიეთ თაფლს, რომელიც წინასწარ იქნება ხველების საწინააღმდეგო რომელიმე მცენარის (მაგალითად, თავშავას ან ქონდრის) ნაყენში გახსნილი. მიიღეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დესერტის კოვზით. თხილის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაფართოების, თრომბოფლებიტის, ტროპიკული წყლულების, პროსტატის ჰიპერტროფიის დროს. დამზადების წესი ამგვარია: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში. გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე. თხილის მიღება არარეკომენდებულია ინდივიდუალური აუტანლობის, ალერგიის დროს; კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მისი მიღება არ შეიძლება დაავადებების გამწვავებისას. ფოთლისა და ქერქის ნაყენი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ამიტომ მისი მიღება არარეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის. 401 2-ს მოსწონს
|