x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მხატვარმა 20 სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მიიღო, რათა მათი ზემოქმედება საკუთარ ნამუშევრებში აესახა

image


ამ საკმაოდ ეიფორიული და სახიფათო ექსპერიმენტის შესაქმნელად ცნობილ გრაფიკულ დიზაინერს ბრაიან პოლეტს 20 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მიღება მოუწია, რათა საკუთარი ნამუშევრების მაგალითზე ნათლად ეჩვენებინა თუ როგორ მოქმედებს ნარკოტიკი ხელოვნებაზე. აღნიშნული ილუსტრაციების სერიის შესაქმნელად მხატვარი ყოველ დღე ახალ - ახალ ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა, რომლის ზემოქმედების ქვეშაც თავის მორიგ ხელოვნების ნიმუშს ჰქმნიდა. როგორც სან - ფრანცისკოში მოღვაწე ცნობილი ხელოვანი განმარტავს, საკუთარი ნამუშევრებით მას "დამთვალიერებლისთვის ფსიქოდელიკასა და ხელოვნებას შორის ურთიერთკავშირის ჩვენება სურდა."


image


"წარმოიდგინეთ რომ წარსული, მომავალი და ხაზოვანი დრო გაქრა, თქვენ შეგიძლიათ აწმყოში მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდეთ, ხვალინდელი დღის იდეა უბრალოდ სასაცილოა - სწორედ ამ შეგრძნებებს აყოლილი ადამიანები მოიხმარენ როგორც წესი, ნარკოტიკულ საშუალებებს. მე ცხადად ვგრძნობდი როგორ მაძლევდა ნარკოტიკი შესაძლებლობას არტ - ნამუშევრების შესაქმნელად, ისე რომ საერთოდ არ მეფიქრა არც აღიარებაზე და არც თავად პროცესზე, არამედ უბრალოდ ინტუიციურად საკუთარი გულწრფელი ნამუშევრების შექმნით დავმტკბარიყავი" - აცხადებს პოლეტი.20 – დღიანი პროექტის დასასრულს ბრაიანმა გადაწყვიტა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გასიჯულ ნარკოტიკებს შორის ყველაზე ძლიერზე - სიყვარულზე "შემჯდარიყო". დიახ, მისი სიტყვებით - სიყვარული არის ნარკოტიკი, რომელთანაც ყველა ჩვენგანს უამრავი ისტორია, "დამოკიდებულება", აღმაფრენა და მარცხი უკავშირდება. გრაფიკოსის აზრით, სიყვარული სწორედ ის ნარკოტიკია, რომელსაც შეუძლია ზეცამდე აგაფრინოს და შემდეგ ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა უფსკრულში ჩაგაგდოს: "ვფიქრობ, რომ სიყვარულის ძალა ადამიანს უმაღლესი განვითარების მიღწევაში ეხმარება. ექსპერიმენტის დროს განცდილი ბევრი შეგრძნება საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მივხვდი რომ სიყვარულის ეიფორიაზე უფრო ძლიერი არაფერია. სწორედ ოჯახის, მეგობრებისა და მხარდამჭერებისადმი უსაზღვრო სიყვარული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევაში მეხმარება"- ამბობს ბრაინ პოლეტი. ხელოვანის სწორედ ეს მოსაზრება იქცა მისი 20 დღიანი საკმაოდ სარისკო ექსპერიმენტის საბოლოო დასკვნად, რომელიც ყველა თქვენგანს, ვინც კი ახლა ამ სტატიას კითხულობს მოგიწოდებთ გიყვარდეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, რათა თქვენც ეიფორიულ მდგომარეობას სწორედ საკუთარი ორგანიზმის განადგურების გარეშე მიაღწიოთ. მაშ ასე, გთავაზობთ ბრაიან პოლეტის საკმაოდ უჩვეულო ექსპერიმენტს - 20 ნარკოტიკული საშუალება - 20 ილუსტრაცია.






1 დღე - ბუთილონი



image





2 დღე - G.H.B.



image


დღე 3 - კოდეინი



image




4 დღე - T.H.C.



image



5 დღე - ალკოჰოლი




image



6 დღე - აზოტის ოქსიდი




image



7 დღე - კოკაინი



image



8 დღე - ფსილოსიბინი


image


9 დღე - 4-HO-MIPT



image



10 დღე - პოპერსი



image



11 დღე - DMT



image



12 დღე - ეთერი



image



13 დღე - 25I

image


14 დღე - MXE/ მეტოქსეტამინი



image



15 დღე - MDMA



image



16 დღე - ამფეტამინი



image



17 დღე - მესკალინი



image



18 დღე - კეტამინი



image



19 დღე - LSD



image


20 დღე - სიყვარული / ოქსიტოცინი, ვასოპრესინი, ესტროგენი, ტესტოსერონი, სეროტონინი, დოპამინი, ნორეპირეფრინი



image




0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
189