საქართველო საქართველოს მოვუწოდებ დაუახლოვდეს ნატოს და მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის-ნატოს გენერალური მდივანი 2020, 29 სექტემბერი, 17:08
ნატო მოუწოდებს რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ბათილად სცნოს, ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერაკურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
-მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ყველა საშუალება გამოიყენოს ნატოსთან დასაახლოებლად და მოემზადის ალიანსის წევრობისთვის, მან დასძინა, რომ საქართველომ უკანასკნელ წლებში წარმატებით განახორციელა ჯარის რეფორმები და დემოკრატიული რეფორმები, ამასთანავე მოუწოდა რუსეთს "შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს იქიდან ჯარები". ნატოს ოფიციალური დებულების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნაწილია, ამიტომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ავტომატურად მისი ნაწილი ხდება. ნატოს მე-5 სტატიის თანახმად, ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, განიხილება როგორც მთლიანად ალიანზე თავდასხმად. 188 7-ს მოსწონს
|