x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დედამიწაზე არსებული 12 ყველაზე საშიში ადგილი და ნაგებობა რომელთა ნახვისას შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებებიც კი დაგეუფლოთ

image


წარმოგიდგენთ ბუნებრივ და ხელთქმნილ ნაგებობებს, რომლებიც საშინელებათა ჟანრის ფილმებთან შედარებით არანაკლებ საშიშად გამოიყურება. როგორც ჩანს, ადამიანთა შეშინება არამხოლოდ მოჩვენებებით, არამედ არქიტექტურული ნიმუშებითაც სავსებით შესაძლებელია. თქვენ წინაშეა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ადგილები და ნაგებობები, რომლებმაც თავისი მასშტაბურობითა და იდუმალი პირქუშობით შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეგიქმნათ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ახლოდან მათი ხილვის სურვილიც აღგიძრათ.




1. "ატლანტიკური გზა" - ავტომაგისტრალი ნორვეგიაში


image


ავტომაგისტრალი ერთმანეთთან ატლანტის ოკეანის პატარა კუნძულებს - ავერეის და ფრეისს აკავშირებს.




2. 13 500 ტონიანი ექსკავატორი - "Bagger 288" მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმავალ ამწეს წამოადგენს, რომელიც ძირითადად სამთო - სამადნო სამუშაოებისათვის არის შექმნილი.


image




3. ლუფტვაფეს საზენიტო კოშკი, აუგარტენი, ვენა, ავსტრია


image


ეს პირქუში ნაგებობა ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, რომელთა შიგნითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების დასაცავად არტილერია იყო განთავსებული. ფლაქტურმი - ასე ეწოდება ამ საზენიტო კოშკებს, რომელთ ნახვაც გერმანიასა და ავსტრიაში დღესაც შესაძლებელია.




4. გუანჩჯოუს - იუანის შენობა, ჩინეთი, წარმოადგენს კომპანია "Guangdong Plastic Exchange" -ის ახალ სათაო ოფისს.


image



5. დაუმთავრებელი "შმაგი ცხენის ქანდაკება, " სამხრეთ დაკოტა, ამერიკა



imageimage


ეძღვნება ინდიელთა ტომის ბელადს ოგლალა შმაგ ცხენს. კლდეში გამოკვეთილი წინამძღოლის სახე რაშმორის მთაზე პრეზიდენტების ბარელიეფის ზომას 10 მეტრით აღემატება.




6. ამ კონსტრუქციას კოფერდამს უწოდებენ - მისი დახმარებით როგორც წესი, ხიდების აგება და გემების შეკეთება ხდება.


image


კოფერდამი წარმოადგენს წყალგაუმტარ ერთგავრ კაფსულას პირდაპირ წყლის შუაგულ სივრცეში, რაც ერთობ საშიშად გამოიყურება.



7. მიტოვებული შენობა ალიასკაზე, რომელიც ერთი შეხედვით "ჰარი პოტერიდან" ნორას ვერსიას მოგაგონებთ.


image



8. ალმასის მაღარო ქალაქ მირნიში, რუსეთი


imageimage


მაღაროს სიღრმე - 525 მეტრია, სიგანე კი -1200! სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია.



9. ოქროს ხიდი, ვიეტნამი


image



10. ჯვრების მთა, ლიეტუვა


image


ქალაქ შიაულიაიდან 12 კილომეტრის დაშორებით ლიეტუველი ხალხის ყველაზე წმინდა ადგილი - "ჯვრების მთა" მდებარეობს, რომელიც ადგილობრივებისთვის მოსალოც ადგილს წარმოადგენს. მთაზე დაახლოებით 50 ათასი ჯვარია აღმართული.



11. 47 სართულიანი სასტუმროს - "Grand Lisboa"- ას ხედი, რომელიც ერთდროულად გხიბლავს და გაშინებს. აღნიშნული ცათამბჯენის სიმაღლე - 258 მეტრია და ის ქალაქ მაკაოს ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს.


image



12. "ქრისტე უფსკრულიდან" - მაცხოვრის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი წყალქვეშა ქანდაკებაა, რომელიც "მალტის საზღვაო პარკი" - ს გვერდით, სანაპიროდან ორი კილომეტრის დაშორებით, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.


imageimage


ამავე სახელწოდების 2, 5 მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკება იტალიაში, სან-ფრუტუოზოს უბეში, გენუასთან ახლოს, 17 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.



13. ბონუსი: კიერაგბოლტენის - ქვა, რომელიც ორ კლდეს შორის არის მოქცეული, ზღვის დონიდან 1084 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული ადგილი, ნორვეგიაში, კერძოდ კი, ფიორდიში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილადაა მიჩნეული.



image



0
1098
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1098