სხვა დედამიწაზე არსებული 12 ყველაზე საშიში ადგილი და ნაგებობა რომელთა ნახვისას შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებებიც კი დაგეუფლოთ 2020, 29 სექტემბერი, 14:45 წარმოგიდგენთ ბუნებრივ და ხელთქმნილ ნაგებობებს, რომლებიც საშინელებათა ჟანრის ფილმებთან შედარებით არანაკლებ საშიშად გამოიყურება. როგორც ჩანს, ადამიანთა შეშინება არამხოლოდ მოჩვენებებით, არამედ არქიტექტურული ნიმუშებითაც სავსებით შესაძლებელია. თქვენ წინაშეა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ადგილები და ნაგებობები, რომლებმაც თავისი მასშტაბურობითა და იდუმალი პირქუშობით შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეგიქმნათ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ახლოდან მათი ხილვის სურვილიც აღგიძრათ.1. "ატლანტიკური გზა" - ავტომაგისტრალი ნორვეგიაშიავტომაგისტრალი ერთმანეთთან ატლანტის ოკეანის პატარა კუნძულებს - ავერეის და ფრეისს აკავშირებს.2. 13 500 ტონიანი ექსკავატორი - "Bagger 288" მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმავალ ამწეს წამოადგენს, რომელიც ძირითადად სამთო - სამადნო სამუშაოებისათვის არის შექმნილი.3. ლუფტვაფეს საზენიტო კოშკი, აუგარტენი, ვენა, ავსტრიაეს პირქუში ნაგებობა ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, რომელთა შიგნითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების დასაცავად არტილერია იყო განთავსებული. ფლაქტურმი - ასე ეწოდება ამ საზენიტო კოშკებს, რომელთ ნახვაც გერმანიასა და ავსტრიაში დღესაც შესაძლებელია.4. გუანჩჯოუს - იუანის შენობა, ჩინეთი, წარმოადგენს კომპანია "Guangdong Plastic Exchange" -ის ახალ სათაო ოფისს.5. დაუმთავრებელი "შმაგი ცხენის ქანდაკება, " სამხრეთ დაკოტა, ამერიკაეძღვნება ინდიელთა ტომის ბელადს ოგლალა შმაგ ცხენს. კლდეში გამოკვეთილი წინამძღოლის სახე რაშმორის მთაზე პრეზიდენტების ბარელიეფის ზომას 10 მეტრით აღემატება.6. ამ კონსტრუქციას კოფერდამს უწოდებენ - მისი დახმარებით როგორც წესი, ხიდების აგება და გემების შეკეთება ხდება.კოფერდამი წარმოადგენს წყალგაუმტარ ერთგავრ კაფსულას პირდაპირ წყლის შუაგულ სივრცეში, რაც ერთობ საშიშად გამოიყურება.7. მიტოვებული შენობა ალიასკაზე, რომელიც ერთი შეხედვით "ჰარი პოტერიდან" ნორას ვერსიას მოგაგონებთ.8. ალმასის მაღარო ქალაქ მირნიში, რუსეთიმაღაროს სიღრმე - 525 მეტრია, სიგანე კი -1200! სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია.9. ოქროს ხიდი, ვიეტნამი10. ჯვრების მთა, ლიეტუვაქალაქ შიაულიაიდან 12 კილომეტრის დაშორებით ლიეტუველი ხალხის ყველაზე წმინდა ადგილი - "ჯვრების მთა" მდებარეობს, რომელიც ადგილობრივებისთვის მოსალოც ადგილს წარმოადგენს. მთაზე დაახლოებით 50 ათასი ჯვარია აღმართული.11. 47 სართულიანი სასტუმროს - "Grand Lisboa"- ას ხედი, რომელიც ერთდროულად გხიბლავს და გაშინებს. აღნიშნული ცათამბჯენის სიმაღლე - 258 მეტრია და ის ქალაქ მაკაოს ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს.12. "ქრისტე უფსკრულიდან" - მაცხოვრის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი წყალქვეშა ქანდაკებაა, რომელიც "მალტის საზღვაო პარკი" - ს გვერდით, სანაპიროდან ორი კილომეტრის დაშორებით, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.ამავე სახელწოდების 2, 5 მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკება იტალიაში, სან-ფრუტუოზოს უბეში, გენუასთან ახლოს, 17 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.13. ბონუსი: კიერაგბოლტენის - ქვა, რომელიც ორ კლდეს შორის არის მოქცეული, ზღვის დონიდან 1084 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული ადგილი, ნორვეგიაში, კერძოდ კი, ფიორდიში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილადაა მიჩნეული.1098 1-ს მოსწონს |