მუსიკა ტეილორ სვიფტმა მოხსნა უიტნი ჰიუსტონის რეკორდი და გახდა ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქალი მომღერალი 2020, 29 სექტემბერი, 12:43 ტეილორ სვიფტმა მოხსნა Billboard 200 ჩარტის რეკორდი, რომელიც ადრე უიტნი ჰიუსტონს ეკუთვნოდა. მომღერლის უკანასკნელი ალბომები Shake It Off და Folklore, დაბრუნდა აშშ-ს ჩარტების სათავეში და ახლა უკვე გახდა ახალი რეკორდსმენი ქალ შემსრულებლებს შორის, რომლის ჩანაწერიც ყველაზე მეტჯერ იყო პირველ ადგილზე. 30 წლის პოპ-ვარსკვლავის ალბომები 47 კვირის მანძილზე არის პირველ ადგილზე, როდესაც უიტნი ჰიუსტონის 46 კვირა იყო. მესამე ადგილზეა ადელის "Hello "რომელიც 34 კვირა იყო პირველ ადგილზე. მთლიანად პოპ-მუსიკის ისტორიაში აბსოლუტური რეკორსმენია Beatles-ი, რადგან მათი უკანასკნელი ალბომი "Let It Be" 132 კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილზე. "ბიტლზს", მოჰყვებიან სერ ელტონ ჯონი, The Rolling Stones, მაიკლ ჯექსონი და სხვები. დისკმა, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, Billboard 200 Albums Chart- ის სათავეში მოექცა და მთავარი სინგლი "Cardigan" ასევე Billboard Hot 100-ში პირველი პოზიცია დაიკავა. ალბომმა უკვე მოხსნა რამდენიმე რეკორდი, მათ შორის 80, 6 მილიონი მოსმენა Spotify-ზე ერთ დღეში - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შემსრულებლისთვის. ოკეანის გაღმა კი Love Story-ის გამოცემის შემდეგ სვიფტი გახდა პირველი და ერთადერთი ქალი შემსრულებელი XXI საუკუნეში, ( Folklore-თან ერთად)რომლის სტუდიური ალბომებმა 5-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთში. პირველ კვირას, დისკის 37, 060 ეგზემპლარი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში და ყველა გაყიდვა ონლაინ რეჟიმში მოხდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო. ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“(Monster In My Closet) ერქვა, ხოლო 12 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“, შემდეგ კი სადებიუტო ალბომი, რომელმაც მრავალგზის პლატინის სტატუსი შეიძინა. დღეისთვის ტეილორ სვიფტს 200 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული მთელს მსოფლიოში. 491 4-ს მოსწონს
|