სხვა 6 ტყუპს საავტომობილო ფირმების სახელები დაარქვეს 2012, 20 აგვისტო, 18:35 ტაილანდში მშობლებმა, რომლებსაც 6 შვილი შეეძინათ, მათ საყვარელი საავტომობილო ბრენდების სახელები დაარქვეს. ესენია: ტოიოტა, აუდი, პორშე, მინი, ვოლკსვაგენი და ფიატი.თანამედროვე ტაილანდში 6 ტყუპის - სამი გოგონასა და სამი ბიჭუნას დაბადება, პირველი შემთხვევაა. 29 წლის ბანგკოკელმა დუანგჩანოკ ვანგვიტხაიასაკუნმა მაისის დასაწყისში იმშობიარა, თუმცა მშობლებმა ჟურნალისტებთან შეხვედრისა და ფაქტის გახმაურებისგან თავი შეიკავეს- მათ მხოლოდ ახლა გაამხილეს თავიანთი ამბავი. დუანგჩანუკი ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმდა, რადგან წყვილს დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ.ახლა კი, მშობლებმა პატარების გასაზრდელად სამი ძიძა დაიქირავეს. 19 შეფასება არ არის
|