x
ამერიკელმა სისხლზე მომუშავე ლამპა შექმნა

დიზაინერმა მაიკლ ტომპსონმა ძალზე უჩვეულო გასანათებელი საშუალება შექმნა."ლამპა-დრაკულა"ჩასართავად, საჭიროა თუნდაც სისხლის ერთი წვეთი.ლამპა კოლბაში ჩასხმული ნივთიერებისგან შედგება, რომელიც სისხლთან რეაქციისგან სინათლის გამოყოფას იწყებს.ლამპის შემქმნელი მიიჩნევს, რომ მისი გამოგონება დააფიქრებს ადამიანებს იმაზე თუ რამდენ ენერგიას ანიავებენ ფუჭად. მაგალითად, საშუალო ამერიკელი ყოველწლიურად 3383 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს.ეს დაახლოებით 12 თვის განმავლობაში 4 ოთახის განათების ტოლფასია.მინის კოლბის ყელი ადვილად იმსხვრევა და მისი ბასრი კიდეები თითების გასაჭრელად ძალზე მოსახერხებელია.კოლბის ყელზე თითის ერთხელ დაჭერაც საკმარისია იმისთვის, რომ სანათი სისხლის “საწვავით" დაიტვირთოს.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:გ.ყიფიანი
გ.ყიფიანი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0