x
image
რუსო ჩარექიშვილი
უნდა მივირთვათ თუ არა ვაშლის კურკები და მოაქვს თუ არა რაიმე სახის ზიანი მას?
image


ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ვაშლი არ უყვარს. მოცემული ხილი, რომ ძალიან გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა, ალბათ ყველას სმენია.

ვაშლი 80%-ზე მეტი წყლისგან შედგება, დანარჩენი 20% სასარგებლო ნივთიერებებია:

უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, მანგანუმი, პექტინი. ასევე შედის ვიტამინები A, B1, B3, PP, C და სხვა.image


100 გრამ ვაშლში არის ცილები - 0, 4 გრამი, ცხიმები - 0, 4 გრამი, ნახშირწყლები - 9, 8 გრამი, ნაცარი - 0, 5 გრამი, წყალი - 86, 3 გრამი.

ვაშლი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველასთვის - როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, ვიტამინი А ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ეს ვიტამინი ხელს უწყობს გაციებისგან, ინფექციებისგან თავის არიდებას, ასევე კარგი მხედველობის დონის შენარჩუნებას.

ვაშლი ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს. ის ორგანიზმს ეხმარება ნაღვლის ბუშტში კენჭოვან დაავადებებთან და ქოლეცისტიტთან ბრძოლაში.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვაშლის ნაყოფის უამრავ სასარგებლო თვისებებტან ერტად, არანაკლებ სასარგებლოა მისი კურკებიც.image

ვაშლის თესლი ბევრ იოდს შეიცავს და ფარისებური ჯირკვლების დროს აქტიურად გამოიყენება.

ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას იძლევიან, დღეში 5-6 ცალი ვაშლის კურკა ჭამოთ. ეს რაოდენობა შეიცავს იოდზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამის დოზას. ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას ყოველდღიურად ვაშლის დაფქული თესლი დღეში 2-ჯერ მიიღეთ.

იოდის ნაკლებობის შემთხვევაში კი არა მხოლოდ კურკა, არამედ ვაშლიც მიირთვით.image
ვაშლის თესლში, ასევე, არის B1 ვიტამინი, რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის ამცირებს გადაღლის შეგრძნებას.
სხვადასხვა ინფექციისა და გაციებისგან თავის დასაცავად, ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით ორი ვაშლის გულსა და თესლს, დადგით ნახევარი საათით და შემდეგ დალიეთ დღეში ორჯერ.
0
403
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0