რჩევები ჩაცმულობა, რომელიც პრაქტიკულად არც ერთ ქალს არ უხდება 2020, 25 სექტემბერი, 22:20 ყველას გვაქვს საყვარელი ქვედაბოლო ან შარვალი, რომლის გამოყენებასაც ვერ ვწყვეტთ. სულ ერთია მოდაშია თუ არა. მაგრამ არსებობს ისეთი ნივთები, რომლებიც მხოლოდ მაღაზიის მანეკენებს უხდებათ, ცოცხალ ადამიანზე კი ხაზს უსვამენ ყველაფერს, რისი დამალვაც შეიძლება ჯობდეს.
ჩვენ შევარჩიეთ ნივთები, რომლის გამოყენებაც არ ღირს და გირჩევთ მათ შემცვლელს. ბლუზი დიდი საყელოთი გულმკერდსა და მხრებზე დეკორატიული ელემენტების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ზედმეტად დიდი მხრები გამოგიჩინოთ. თან დანარჩენი ტანსაცმელიც აუცილებლად მას უნდა შეუხამოთ. ისინი, ვინც მზად არ არიან მთელი გარდერობი ვიქტორიანულ სტილში ჰქონდეს, უნდა აირჩიონ კლასიკური თეთრი პერანგი. ქვედაბოლო ფენებით და ნაკეცებით ასეთი ქვედაბოლო მხოლოდ ბავშვებისთვისაა. არ უხდება თეძოებს. ბრიჯი მუხლის სიგრძის ბრიჯი ამოკლებს ფეხებს და მსუქანს აჩენს თეძოებს. ამის ნაცვლად შორტები ან ჩვეულებრივი შარვალი ჯობია გამოიყენოთ. ბოლერო ბოლერო სხეულს ჰყოფს 2 არაპროპორციულ ნაწილად, განსაკუთრებით არ უხდებათ განიერი თეძოების მქონე ქალბატონებს. სასცენოდ გამოდგება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არა. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟაკეტით ან პიჯაკით. უგები ნამდვილად თბილი და კომფორტულია, მაგრამ დიზაინერებიც კი არ აბრუნებენ ამ ფეხსაცმელს პოდიუმზე. აბსოლუტურად ბრტყელი ძირის გამო სიარული ულამაზო ჩანს, რბილი მასალა ადვილად ფუჭდება და ცუდად გამოიყურება. ბევრად უკეთესი არჩევანი იქნება თბილი ჩექმები ან შუზები. ალადინის სტილის შარვალი ფართო შარვალი, რომელსაც ქვედა ნაწილში რეზინი აქვს, რა თქმა უნდა, კომფორტულია, მაგრამ ყოველდღიური სამოსისთვის არ გამოდგება, თუ ეგვიპტეში არ დადიხართ. ცეკვის ან იოგის გაკვეთილებისთვის უკეთეს ტანსაცმელს ვერ ნახავთ, მაგრამ ქუჩაში გასასვლელად ტილოს შარვალი შესანიშნავი ალტერნატივაა. ბევრად უფრო თანამედროვე და პრაქტიკულია. ქვედაბოლო მალეტი წინ მოკლე და უკან გრძელი ქვედაბოლო ძალიან ლამაზ ფეხებსაც დააუშნოებს. მის შემცვლელად ნებისმიერი ქვედაბოლო გამოდგება. ტანსაცმელი ფენებად რამდენიმე ფენიანი ტანსაცმელი შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, თუ მკვეთრ და ჭრელ ფერებს არ გამოიყენებთ. ფეხსაცმელები დიდი ძირებით თუ კოსმოსური ხომალდები მოგწონთ შეგიძლიათ ჩაიცვათ ფეხსაცმელები ძალიან დიდ ძირებზე, მაგრამ სხვა შემთხვევაში გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ თხელ ძირიან კედებს ან თუ მაღალი გინდათ გამოჩნდეთ ქუსლიან ფეხსაცმელს. 324 1-ს მოსწონს
|