შოუბიზნესი ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები 2020, 26 სექტემბერი, 10:57 სილამაზე და სექსუალურობა რა თქმა უნდა გემოვნების საკითხია, მაგრამ ჰოლივუდის მომხიბვლელი მამაკაცების შემთხვევაში ქალების უმრავლესობის გემოვნება საოცრად ემთხვევა ერთმანეთს! ნახეთ ჰოლივუდის ყველა დროის მიმზიდველი მამაკაცების სია. 1. მარლონ ბრანდომე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, მარლონ ბრანდო განწირული იყო იმისთვის, რომ ქალთა თაყვანისცემის ობიექტი გამხდარიყო: მას ამისთვის გარეგნული სილამაზეც ჰქონდა, უსაღვრო მიმზიდველობა და ძლიერი ნებისყოფის ხასიათიც. ბრანდოზე გიჟდებოდნენ ქალებიც და მამაკაცებიც, პასუხად კი იგი გულუხვად აჯილდოვებდა მათ ყურადღებით, რაც ჭორების საბაბი ხდებოდა, კერძოდ მის ბისექსუალობაზე დადიოდა ხმები. შედეგად ქვეყანას თერთმეტი ბავშვი მოევლინა! 2. ქერი გრანტიჰოლივუდის მთავარი ჯენტლმენი, ქერი გრანტი, ეკრანზე ვაჟკაცობის, ელეგანტურობის, მომხიბვლელობის და სექსუალურობის განსახიერება იყო. მან 30-იანი წლების ფილმებში ფლეიბოის სახე შექმნა ჯერ კიდევ მანამ, სანამ თვითონ ეს სიტყვა შემოვიდოდა ხმარებაში. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ გრანტი გახდა ლეგენდარული სპეცაგენტის, ჯეიმს ბონდის პროტოტიპი. 3. რობერტ რეტფორდისანამ ბრედ პიტი მიაღწევდა ჰოლივუდის მწვერვალებს, მთავარი ქერა სექს-სიმბოლოს ტიტული რობერტ რეტფორდს ეკუთვნოდა.70-იან, 80-იან წლებში იგი დიდების ზენიტში იყო და თაყვანისმცემელთა ყურადღებით ტკბებოდა, რომლებიც კუდში დაჰყვებოდნენ. 90-იან წლებში გამოსული ფილმის, "უხამსი წინადადების" გამოსვლის შემდეგ კი მილიონობით ქალმა "ჭკუა დაკარგა" მსახიობზე და შეძლებული ქალბატონებისგან მსახიობს თავს დაატყდა "წინადადებების" (როგორც ფილმშია) აურაცხელი რაოდენობა. უარის შემთხვევაში ქალბატონები კარიერის განადგურებით იმუქრებოდნენ. 4. პოლ მიუმანიუძირო ლურჯი თვალების პატრონი, პოლ ნიუმანი ყოველთვის ძალიან ფოტოგენური იყო. თავისი კარიერის დასაწყისშივე მას ყველაფერი გააჩნდა იმისთვის, რაც საჭირო იყო სუპერვარსკვლავისა და სექს-კერპისთვის: სილამაზე, მამაკაცური მიმზიდველობა, ნიჭი და სიკეთე (მსახიობი განთქმული ფილანტროპი იყო). 5. ალენ დელონიაქ კომენტარები ზედმეტია. ამ ფრანგი მსახიობის სახელი მამაკაცური სილამაზის სინონიმად იქცა. მის მომხიბვლელობას ვერ გაუძლო ვერცერთმა მისმა ლამაზმანმა პარტნიორმა: კლაუდია კარდინალემ, რომი შნაიდერმა, ორნელა მუტიმ, მონიკა ბელუჩიმ და მრავალმა სხვამ. ალენ დელონისა და რომი შნაიდერის დრამატული სიყვარული კი რომისთვის საბედისწერო აღმოჩნდა–ალენთან განშორებას იგი სიცოცხლის ბოლო დღემდე განიცდიდა. 6. ტიმოთი დოლტონიმსოფლიო სექს-სიმბოლოების რიგები ბირმინგემის მსახიობმა 80-იან წლებში შეავსო სერიალ "ჯეინ ეარის" გამოსვლის შემდეგ, სადაც ინგლისელი რა თქმა უნდა მთავარ როლს ასრულებს. შემდგომში, ის ნომერ მეოთხე ჯეიმს ბონდი გახდა, და ამით უფრო მეტი ქალბატონების გულები დაიპყრო. თვითონ ვანესა რედგრეივმა ვერ გაუძლო დოლტონის მომხიბვლელობას: მასთან მსახიობს სერიოზული რომანი ჰქონდა, რომელიც ათი წელი გაგრძელდა. 7. მელ გიბსონისექს-სიმბოლოს ოფიციალური სტატუსი მელ გიბსონმა 1985 წელს მიიღო, როდესაც ჟურნალ People -ის მიხედვით იგი პირველ ადგილზე გავიდა მამაკაცური მომხიბვლელობის მიხედვით. მაშინ ცისფერთვალება მსახიობი 20 წლის იყო, მაგრამ უკვე ათამდე ბლოკბასტერში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და შესაბამისად ბრუტალური ლამაზმანი მამაკაცის ტიტულის დამსახურებაც მოასწრო. 8. რიჩარდ გირიგანთქმული ფილმის "ლამაზმანის" გამოსვლის შემდეგ, რიჩარდ გირი დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიაში პირველი ნომერი იყო. ამ პერიოდში იგი დაქორწინებული იყო სუპერმოდელზე, სინდი კროუფორდზე და ზუსტად ეს წყვილი აღიარა ჰოლივუდმა 90-იანი წლების ყველაზე ლამაზ წყვილად. 9. ჯორჯ კლუნიერთი ათწლეული ცვლის მეორეს, კლუნი კი წინანდებურად ირიცხება სექსუალურობის რეიტინგებში ახალგაზრდა ლამაზმანი მამაკაცების გვერდით. თითქოს დრო უძლურია მასზე: წლებთან ერთად მისი მაგნეტიზმი და ხიბლი მხოლოდ მატულობს. მხოლოდ მისი ერთი შეხედვის გამო ქალები მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ. კლუნის რომანებს ვინ მოთვლის, მაგრამ ბოლოს არჩევანი ამალ ალამუდინზე შეაჩერა. 10. ბრედ პიტიბრედ პიტის პირად ცხოვრებას პუბლიკა ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება, ცდილობს გაიგოს, ვისზე შეაჩერებს არჩევანს ჯოლისთან დაშორების შემდეგ. ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს სტატუსი მას 1995 წელს "მიენიჭა". მაშინ ჟურნალმა Empire -მ კინოს ისტორიის 25 ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავთა სიაში შეიყვანა და ამ ტიტულს იგი 35 წელი დამსახურებულად ატარებს. 11. ჯუდ ლოუბავშვობაში ჯუდ ლოუ თანაკლასელების დაცინვის ობიექტი იყო, მას ამის გამო სკოლის შეცვლაც კი მოუწია. წლების შემდეგ "ლამაზი ალფი" პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცად იქცა, რომელიც ახლა ბრიტანეთის ალენ დელონია. 12. ლეონარდო დი კაპრიოლეოს ლამაზი ვიზუალი ყოველთვის ხელს უშლიდა სერიოზული დრამატული როლების მიღებაში, მაგრამ ეპოქალური "ტიტანიკის" გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დი კაპრიო პლანეტის ყველაზე ცნობადი სახე და ქალბატონების თაყვანისცემის ობიექტი გახდა. 13. ჯონი დეპიმსოფლიოში ყველაზე ცნობილ მეკობრეს, ჯონი დეპს, თავისი გარეგნული მონაცემების წყალობით შეეძლო მთელი ცხოვრება საყვარლების როლი ეთამაშა. მაგრამ დეპმა ექსცენტრიკის როლი აირჩია სცენაზეც და ცხოვრებაშიც. თუმცა "დუშკა" ჯონი, როგორც არ უნდა ეცადოს მომხიბვლელი ლამაზმანის გარეგნობა ვინტაჟური ქუდებით, გაცრეცილი შარვლებით, ამულეტებით და სხვა ჰიპი-ატრიბუტიკით დაფაროს, გოგონები მას მაინც აღმერთებენ. 14. რობერტ პატინსონიფერმკრთალი ბრიტანელი, ყოფილი ფოტო-მოდელი და გოგონების კერპი, რობერტ პატინსონი ჟურნალ People -ის რეიტინგით "პლანეტის ყველაზე ლამაზ მამაკაცად" დასახელდა. აღმოჩნდა, რომ "ბინდი"-ის ვარსკვლავი 92, 15%-ით ახლოსაა სრულყოფილებასთან. "იდეალურობის" მაჩვენებელი ლონდონის პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით გამოავლინა. 632 7-ს მოსწონს
|