x
image
ირინა მ.
საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავები ფოტოშოპამდე: სოფია როტარუ, პასპუტინა და სხვ. (+ვიდეო)

image


მათ სიმღერებზე რამდენიმე თაობა გაიზარდა, ყოველი მათგანი დღესაც აგრძელებს მუშაობას. თუმცა ბევრს არ ახსოვს, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ეს ვარსკვლავები თავიანთი კარიერის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია შევეჩვიეთ დღევანდელი გმირების ახალ სახეებს, გთავაზობთ რუსული ესტრადის მომღერლების რამდენიმე ათწლეულის წინანდელ ფოტოებს და ვიდეოებს.


1. სოფია როტარუ-მუსიკისადმი სიყვარული უსინათლო დამ გაუღვივა


image


სოფია როტარუ მოლდაველი გლეხების, მიხაილ როტარისა და ალექსანდრა როტარუს ოჯახში, ექვსი ბავშვიდან მეორე იყო. მუსიკისადმი სიყვარული პატარა სონიას, უფროსმა დამ, ზინამ გაუღვივა. გოგონამ მხედველობა ბავშვობაში დაკარგა, მაგრამ ჰქონდა აბსოლუტური სმენა. ზინაიდა ხშირად უსმენდა რადიოს, მალე იმახსოვრებდა სიმღერებს და ბევრი მათგანი ასწავლა სონიას. პირველი წარმატება სოფია როტარუს 60-იან წლებში ეწვია, 70-იანებში კი უკვე სუპერვარსკვლავი იყო. «Лебединая верность», «Лавада», «Луна-луна», «Хуторянка», «Белый танец»-როტარუს გამორჩეული სიმღერებია, და ასეთების ჩამოთვლა კიდევ ბევრი შეიძლება. 2022 წელს მას 75 წელი შეუსრულდება. როტარუ შეიძლება არც ისე აქტიურად, მაგრამ მაინც აგრძელებს გამოსვლებს და ახალი სიმღერების ჩაწერას.


image

2. ირინა ალეგროვა-70 წელი


image


70 წლის ირინა ალეგროვას მუსიკალური კარიერა 70-იანებში დაიწყო. იგი სოლისტად სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდა («Вдохновение», «Молодые голоса», «Факел»), მღეროდა რესტორნების და სასტუმროების ვარიეტეებში. 1985 წელს შედგა მისი დებიუტი ფესტივალზე "песня года", ოსკარ ფელცმანის სიმღერით «Голос ребенка». თუმცა პოპულარობამდე ჯერ კიდევ შორს იყო. 1986-1990 წლებში ირინა მუშაობდა ჯგუფში «Электроклуб», რომლის წევრებიც იყვნენ იგორ ტალკოვი, ვიქტორ სალტიკოვი, რაისა საედ-შაჰი და არა მხოლოდ ისინი. წარმოდგენილი ფოტო სწორედ «Электроклуб»-ის დროიდანაა. 1990 წ. ირინა ალეგროვა სოლოს შემსრულებელია. მისი პირველი ჰიტი გახდა სიმღერა «Странник», ავტორი იგორ ნიკოლაევი. შემდეგ იყო «Суженый мой», «Фотография», «Угонщица», «Привет, Андрей», «Имератрица» და ბევრი სხვა შლაგერები. 2021 წელს მომღერალი იშვიათად ჩნდებოდა ეკრანებზე, თუმცა ახალ წელს მაინც გამოვიდა მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე. 2022 წლის 20 იანვარს რუსეთის სახალხო არტისტს 70 წელი შეუსრულდა.



image

3. ირინა პონაროვსკაია-ბედნიერების ფრინველი


image

ამ ფოტოზე ირინა 23 წლისაა და სანკ-პეტერბურგიდან ახალი გადასული იყო მოსკოვში, ეს გადაღება კი ერთი წლის შემდეგ შედგა. იმავე წელსვე გამოვიდა მისი პირველი ალბომი «Поет Ирина Понаровская». 80-იან, 90-იან წლებში იგი ეკანებიდან არ ქრებოდა. მისი სიმღერები «Рябиновые бусы», «Ты мой Бог», «Женщина всегда права» ყველგან ისმოდა. 2000-იანებში შემოქმედებითი პაუზა აიღო და სცენაზე მხოლოდ 2019 წელს დაბრუნდა. 2022 წლის 12 მარტს პონაროვსკაიას 68 წელი შეუსრულდება.


image

4. ლუბოვ უსპენსკაია-ემიგრანტი


image


ლუბოვ უსპენსკაიას (ქალიშვილობის გვარი სიცკერი) პირველი აღიარება 70-იანებში იყო. ის მუშაობდა კისლოვოდსკში, ერევანში, კიევში. იყო დისიდენტი. 1977 წელს რამდენიმე თვე ცხოვრობდა იტალიაში, 1978 წელს კი გადავიდა აშშ-ში, სადაც რესტორანში მუშაობდა მომღერლად. 1985 წელს, აშშ-ში გამოვიდა მისი პირველი ალბომი «My Loved One». მისი ვარსკვლავი რუსეთში 1993 წელს აინთო. წარმატება უსპენსკაიასთან მოვიდა სიმღერის «Кабриолет»-ის შემდეგ. 2003 წელს იგი საბოლოოდ გადავიდა რუსეთში. 2022 წლის 24 თებერვალს ლუბოვ უსპენსკაიას 68 წელი შეუსრულდება. «Кабриолет»-ის გარდა მისი ჰიტებია «Карусель», «Пропадаю я», «К единственному, нежному», «По полюшку».


image


5. ლარისა დილინა


image

ამ ფოტოზე ლარისა დოლინა 33 წლისაა და მალე იმღერებს თავის ერთ-ერთ ჰიტს «Льдинка». ისტორიამ შემოინახა ვიდეოც, რომელზეც 19 წლის ლარისა კუდელმანი (მომღერლის ნამდვილი გვარი და სახელი) სომხეთის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, კონსტანტინე ორბელიანის ხელმძღვანელობით ასრულებს სომხურ ხალხურ სიმღერას «Назан яр». ესტრადის ვარსკვლავი დოლინა 90-იანი წლების შუახანებში გახდა, როცა მის რეპერტუარში გაჩნდა ბლოკბასტერი «Погода в доме». 2022 წელს რუსეთის სახალხო არტისტს 67 წელი შეუსრულდება.


image

6. მაშა რასპუტინა-სკანდალური ვარსკვლავი


image


მაშა რასპუტინას (ნამდვილი სახელი და გვარია ალა აგეევა) პირველი ჰიტია «Играй, музыкант» და გამოვიდა 1989 წელს. მოცემული ფოტო გადაღებულია 90-იანების დასაწყისში, მაშა უკვე სუპერვარსკვლავია და სამამულო შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლო. 90-იანების მისი ჰიტებია «Я родилась в Сибири», «Отпустите меня в Гималаи», «Ты меня не буди», «Хулиганчики», «Ты упал с луны». მაშას პოპულარობის მეორე აფეთქება მოხდა 2003 წელს სიმღერის «Роза чайная» წყალობით, რომელსაც ფილიპ კირკოროვთან ერთად ასრულებდა. ბოლო ხანებში მაშა რასპუტინა მხოლოდ სკანდალურ თოქ-შოუებში ჩნდება, სადაც მის უმცროს ქალიშვილს და გერს ლანძღავენ.


image

7. ლოლიტა


image

ლოლიტა მილაიავსკაია ამ ფოტოზე 22 წლისაა. სწორედ 1985 წელს იგი ცოლად გაჰყვა ალექსანდრ ცეკალოს. იმავე წელს შეიქმნა მათი ლეგენდარული «Кабаре-дуэт Академия». ლოლიტას და ცეკალოს ოჯახურმა და შემოქმედებითმა ტანდემმა 90-იანების ბოლომდე იარსება. ამ დუეტის ჰიტებია «За пивом», «Зараза», «Хочешь, но молчишь», «Я обиделась», «Ту-ту-ту, на-на-на». 2022 წლის ბოლოს ლოლას 59 წელი შეუსრულდება. ის დღემდე რჩება ერთ-ერთ მოთხოვნად მომღერლად რუსულ ესტრადაზე.


image

image


8. ვალერია-წითურიდან ქერამდე


image


ვალერიას (ნამდვილი სახელი და გვარი ალა პერფილიევა) სოლო კარიერა დაიწყო 1992 წელს, იგლისურენოვანი ალბომით «The Taiga Symphony». იმ წლებში მომღერლის პროდიუსერი იყო მისი პირველი მეუღლე ალექსანდრე შულგინი. წარმატება მასთან 90-იან წლებში მოვიდა. «Обычные дела», «Самолет», «Ночь нежна»-ეს და მისი სხვა სიმღერები ბევრმა შეიყვარა. იმ დროს ვალერია წითური იყო, შემდეგ ყავისფრად შეიღება, 90-იანი წლის ბოლოდან დღემდე კი ქერაა. 2022 წლის 17 აპრილს ვალერიას 54 წელი შეუსრულდება.


image






ეს დაგაინტერესებთ:







საინტერესო ფაქტები საბჭოთა ავტომობილების სახელწოდებების შესახებ

image


როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - 8 წლის შემდეგ ომის არანაირი კვალი

image


როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა "კომუნალკებში"

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით


image


ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული

image


რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


ერთ-ერთი ვერსიით, პუშკინის დუელზე გამოძახების მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image






0
1340
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1340