x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ხმამაღალი სექსით შეწუხებულმა მეზობლებმა სადარბაზოში განცხადება გააკრეს
image

ქალაქ ბრიანსკში, მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს შეებრძოლონ მეზობლებს, რომლებსაც მეტსახელად "ხმამაღალი სექსის მოყვარულები" შეარქვეს.ხმაურიანი მეზობლების მსახელზე დაწერეს განცხადება და სადარბაზოში ლიფტზე მიაკრეს.


განცხადება სტანკე დიმიტროვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში გამოაკრეს, სადაც აღნიშნულია რომ 99-ე ბინის მაცხოვრებლების ხმამაღალი ყვირილი და კვნესა შენობის მარცხენა ნაწილში მაცხოვრებლებს ძილს უფრთხობს. ”მოზარდები ბუზღუნებენ! ბავშვები მწარედ ტირიან! ხოლო ცხოველები მთვარეზე შეყმუიან! იზრუნეთ ჩვენს ფსიქიკაზე! " - წერია განცხადებაში.

image


კორპუსის უკმაყოფილო მაცხოვრებლები ხმამაღალ მეზობლებს ახსენებენ, რომ ბრიანსკის რეგიონში მოქმედებს სიწყნარის კანონი, რომელიც კრძალავს ხმაურს 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევები შეიძლება დაჯარიმდნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მეზობლების ქცევა არ შეიცვლება, მობინადრეები პოლიციას დაუკავშირდებიან.


2019 წლის მარტში მსგავსი სიტუაცია მოხდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ნოვოე დომოდედოვოში. ახალგაზრდა წყვილმა ფაქტიურად დაატერორა მეზობლები, რადგან მათ ინტიმური ურთიერთობა ყველგან ჰქონდათ: ბინაში, სადარბაზოში თუ ეზოში. სახლის მაცხოვრებლები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან წუხდნენ, რომ ბავშვები თვალს ადევნებდნენ იმას, რაც ხდებოდა და შეიძლება ნანახმა გავლენა მოახდინოს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

0
1511
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0