მოვლენები კორონავირუსული მოდა-როგორც შეცვლა მსოფლიო პანდემიამ ტენდეციები 2020, 24 სექტემბერი, 11:40
სამშაბათს, 22 სექტემბერს, მორიგი მოდის კვირეული დასრულდა. ამჯერად, დიზაინერების კოლექციები გაცილებით მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე წინა სეზონების ჩვენებებზე, ალბათ კორონავირუსული პანდემიის გამო. ტენდენციები უფრო კონსერვატიული გახდა, მანეკენები სრულად არის შემოსილები და თავად მოდა გაცილებით ეკოლოგიურია.
თუ ადრე ყველაზე ეპატაჟური ნიმუშები წარადგინეს პოდიუმებზე, ახლა ფოტოგრაფების ყურადღება ნიუ იორკიდან და ლონდონიდან უფრო მეტად ფეშენ ბლოგერებზე იყო გამახვილებული, რომლებიც ქუჩის სტილის გაბედულ კოსტიუმებში გამოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სამედიცინო პირბადეები მოდელების და მაყურებელთა განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველაზე მეტად შოუს სტუმრები სწორედ ამ მოდურ აქსესუარზე აკეთებდნენ აქცენტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც თავს იცავდა პლასტმასის ყუთით, ან კიდევ პოპულარული ბლოგერი მიშელ მადონა ჩარლზი საჯაროდ გამოვიდა კოსმოსური კოსტუმით, რისთვისაც მას მაშინვე "უცხოპლანეტელი" შეარქვეს. პანდემიის გამო განსახვავებული იყო ჩვენების ლოკაციის ადგილებიც, რომელიც დღეისთის გამორჩეული თვისება გახდა. ბევრმა მოდის დიზაინერმა მიატოვა კლასიკური ადგილები და აჩვენა თავისი ნამუშევარი სამხატვრო ინსტალაციების საშუალებით: მაგალითად, გენდერულად ნეიტრალური ჩინური ბრენდის Mithridate- ის ერთმა მოდელმა ბრენდის ტანსაცმელი წარადგინა მშრალი ფოთლებით სავსე ოთახში, ხოლო ამერიკულმა Rebecca Minkoff-ის მოდის სახლმა ქალთა მუსიკალური ჯგუფის კონცერტი, შენობის სახურავზე წარმოადგინა. ზოგიერთმა დიზაინერმა გადაწყვიტა პანდემიის გამო საერთოდ არ დაეტოვებინა სახლი: Project Catwalk შოუს გამარჯვებულმა, ქრისტიან სირიანომ საკუთარ სახლში გამართა შოუ და მისი ერთ-ერთი მოდელმა არა მხოლოდ ეზოში მოაწყო ჩვენება, არამედ აუზშიც გაცურა. intermedia.ge/ გთავაზობთ ყველაზე ექსტრავაგანტულ ნიმუშებს მოდის კვირეულიდან! 80 4-ს მოსწონს
|