x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა მილიონობით ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი
image

საერთაშორისო მეცნიერთა კვლევით ჯგუფმა დაასახელა მილიონობით ადამიანის ყველაზე საშიში მკვლელი.მარტო ჩინეთში დაბინძურებული ჰაერის შედეგად 2000 წლიდან 2016 წლამდე 30, 8 მილიონი ადამიანი დაიღუპა.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Proceeding The Nacional Academy of Sciences.


მეცნიერებმა შეისწავლეს NASA - თანამგზავრული ფოტოები, რომ დაედგინათ ჩინეთში ატმოსფეროს ყველაზე დაბინძურებული ტერიტორიები.

სპეციალისტებმა აგრეთვე გაანალიზეს ქარხნების, ქვესადგურების და საავტომობილო გზების მონაცემები. მონიტორინგის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს იმ კვლევის შედეგები, სადაც დაბინძურებული ჰაერი უშუალო კავშირში იყო ადამიანის ნაადრევ სიკვდილთან.



გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ მარტო ჩინეთში წელიწადში 1, 5 დან 2, 2 მილიონამდე კაცი კვდებოდა დაბინძურებული ჰაერის მაღალი კონცეტრაციის შედეგად. PM, 2, 5 მიკრონაწილაკები იწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას, ურთულებს ცხოვრებას ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებს.


ახლანდელი დასკვნა ემთხვევა გერმანელი მეცნიერების კვლევას მაქს პლანკის ქიმიური ინსტიტუტიდან, რის მიხედვითაც დაბინძურებული ატმოსფერო იწვევს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას საშუალოდ სამი წლით, ხოლო წელიწადში 8, 8 მილიონ ადამიანს კლავს.



0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0