საზოგადოება "ესეთი ერთუჯრედიანები რატომ ხართ? ფიქრობთ რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?!" - ელისო კილაძე 2020, 22 სექტემბერი, 11:52 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პერსონალურად იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას ჩატში ანონიმურად სატელიტის ფოტოებს სთავაზობს. კილაძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უცხო პროფილებიდან მას სატელიტის ფოტოებს, მათ შორის ფასიანსაც სთავაზობენ, თუმცა მისივე თქმით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის მიშა რამიშვილის მსგავსად ის ასეთ შეთავაზებას არ წამოეგება: "ესეთი ერთუჯრედიანები რატომ ხართ? ჩატი გავხსენი და რამდენიმე უცხო პროფილი მთავაზობს სატელიტის ფოტოებს, მათ შორის ფასიანს. მართლა ფიქრობთ რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?! შემიძლია პროკურატურასთან გადაგამისამართოთ !" - დაწერა გაზეთ "ქრონიკა +"- ის რედაქტორმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ფოტოების ნამდვილობის დასამტკიცებლად ჩატარდა, დადგინდა, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, დავით ფურცხვანიძეა.532 2-ს მოსწონს |