x
image
ირინა მ.
არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს
image

მე-19 საუკუნის ის არქეოლოგები, რომლებსაც ძველი ეგვიპტის ფარაონების ქანდაკებებისა და გამოსახულებების დიდი რაოდენობა აქვთ აღმოჩენილი, არ დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ ჰქონდა მათ უმეტესობას ცხვირები მოტეხილი ან სხეულის სხვა ნაწილები დაზიანებული. პასუხი აშკარა იყო, საუკუნეების განმავლობაში ძველი მმართველების ფიგურები იდეალურ მდგომარეობაში ვერ შემოინახებოდა;

image

მაგრამ დღევანდელი მეცნიერება საპირისპიროს ამტკიცებს.

ბრუკლინის მუზეუმის გამოფენის კურატორებმა საუკეთესო არქეოლოგები და ანთროპოლოგები მოიწვიეს და საკუთარი გამოძიება ჩაატარეს. შედეგად, მეცნიერები მივიდნენ წარმოუდგენელ დასკვნამდე: აღმოჩნდა, რომ ქანდაკებებს ცხვირებს სპევიალურად ამტვრევდნენ. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეგვიპტის სხვადასხვა დინასტიების მმართველებს შორის და სხვა ისტორიული კონფლიქტები გახდა მიზეზი ადრეული ფარაონების სკულპტურებზე ვანდალიზმისა.

image

იმდენად, რამდენადაც ეგვიპტელებს სჯეროდათ იმქვეყნიური ცხოვრებისა, ისინი თვლიდნენ, რომ გარდაცვლილ მმართველს იმ ქვეყნიდანაც შეეძლო სახელმწიფოს მართვა. "ადამიანის სხეულის გამოსახულებებს ეგვიპტელები ზებუნებრივ შესაძლებლობებს ანიჭებდნენ. მათი აზრით, ქანდაკება ცხვირის გარეშე, ანუ გარდაცვლილი ადამიანის სული, წყვეტდა სუნთქვას, აქედან გამომდინარე, ის ვეღარ აღსდგებოდა"–ხსნის ამერიკელი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი ედვარდ ბლაიბერგი.

image

ამიტომ ძველი ეგვიპტელები ხშირად მიმართავდნენ "სპეციალისტებს", რომლებიც ქანდაკებებს ყველა გრძნობის ორგანოს უნადგურებდნენ; ამტვრევდნენ ცხვირებს ("უკეტავდნენ ჰაერს"), აჭრიდნენ ყურებს (რათა მიცვალებულებს არ გაეგონათ მათი ლოცვა) და ამტვრევდნენ ხელებს (რათა არ შესძლებოდათ ძღვენის მიღება). ამასთან ბლაიბერგი მათ არ თვლის ვანდალებად, რადგან ისინი არ ანადგურებდნენ მთლიანად ქანდაკებას, ცვლიდნენ მხოლოდ მის ზოგიერთ მოხაზულობას, გადმოსცემს SNN.


image

2
1488
9-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1488
  
2020, 28 სექტემბერი, 15:35
შესაძლოა ასეც იყო :)
2020, 28 სექტემბერი, 14:13
ბრწყინვალე ვერსიაა!
0 1 2