ფოტოგრაფია ლამაზები და ახალგაზრდები: ვარსკვლავების 16 იშვიათი ფოტო, რომლებიც ცოტას თუ უნახავს 2020, 21 სექტემბერი, 16:39 დღესდღეობით, ინტერნეტსივრცეში ცნობილი ადამიანების ათასობით თუ არა 100 ათასობით ფოტოსურათს მაინც შეხვდებით, თუმცა ყველა მათგანი როდი იწვევს ნამდვილ, რეალურ ემოციასა და აღფრთოვანებას. ასეთი მხოლოდ შეიძლება ის შემთხვევითი კადრები იყოს, რომელიც არაოფიციალურ გარემოშია გადაღებული, სადაც ვარსკვლავები ისეთი ბუნებრივები არიან, როგორიც რეალურ ცხოვრებაში. ამ თექვსმეტივე ადამიანს ჩვენ კარგად ვიცნობთ და ბევრი ჩვენგანი მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას წლებია ასევე დიდი გულისყურით აკვირდება. გამომდინარე აქედან, კიდევ უფრო მეტ ინტერესს იძენს მათი იმ იშვიათი ფოტოების ხილვა, რომელზეც ყველასთვის საყვარელი სელებრითები ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ საკუთარი კარიერის გარიჟრაჟზე არიან ასახული. ამ უნიკალური ფოტოების შემხედვარე კიდევ ერთხელ რწუნდები თუ რა დაუნდობელია დრო, რომელიც ამ მოციმციმე ვარსკვლავებზეც ისევე შეუბრალებლად ტოვებს საკუთარ ანაბეჭდებს როგორც რიგით, ჩვეულებრივ მოკვდავებზე. მაშ ასე, გთავაზობთ, ცნობილი სელებრითების უნიკალურ ფოტოკადრებს, რომლებიც მათ სულ სხვა კუთხით დაგანახებთ, მარტო შეხედეთ როგორი ლამაზები და ახალგაზრდები იყვნენ.მაიკლ ჯექსონი და ნაომი კემპბელისოფი ლორენიმარლონ ბრანდო, 1951 წელიგრეის კელი, იამაიკა, 1955 წელიარნოლდ შვარცნეგერიქეით მოსი, 1996 წლის აპრილიახალგაზრდა დედოფალი ელისაბედ IIბრიუს ლიკოკო შანელი, 1935 წელიანჯელინა ჯოლიდოლფ ლუნდგრენი და გრეის ჯონსი, 1980 წელიოდრი ჰეპბერნი "რომაული არდადეგების" პრემიერაზე, 1953 წელიტვიგი, 1967 წელიმადონა, 1988 წელიჯულია რობერტსი, 1990 წელიბრედ პიტი, 1989 წელი1341 2-ს მოსწონს |