x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა იმსხვერპლა უზბეკეთის ვიცე-პრემიერი
image

უზბეკეთის ვიცე პრემიერი უსკამ ბაროევი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა, ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.


"დღეს უსტამ ისაევიჩ ბარნოვი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით"-ნათქვამია განცხადებაში.

ბარნოევის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობილი გახდა ივლისის ბოლოს, შემდეგ მან გერმანიაში განაგრძო მკურნალობა.


ბარნოევი ვიცე-პრემიერის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა, იგი ბუხარის ოლქიდან გადმოიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკია უზბეკეთში, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, ამავე დიაგნოზით დაიღუპა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ერკინ ტურსუნოვი.


დღეისთვის უზბეკეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 51 000 ადამიანი, აქედან 47 ათასი გამოჯანმრთელდა, დაიღუპა 428 პაციენტი, ინფექციის პირველი შემთხვევა ამ ქვეყანაში 15 მარტს დაფიქსირდა.

0
103
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0