მოგზაურობა აფრიკაში რუს ტელეწამყვანს საჯდომზე ბუზმა ცეცემ უკბინა 2020, 19 სექტემბერი, 16:34 ![]() თუმცა გადაღებებს უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, ანასტასია პირველად არ არის აფრიკაში, (2018 წელს ზანზიბარშიც იყო პოპულარული შოუს წამყვანი), ის იყო ანასტასიამ "ინსტაგრამზე" პოსტი დაწერა "მგონი აფრიკა შემიყვარდა!" და ძახილის ნიშნის დაწერისთანავე საჯდომზე ძლიერი ტკივილი იგრძნო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბუზი ცეცე, რომლის ნაკბენიც საშიშია იმით, რომ ათიოდე სასიკვდილო დაავადების გადამტანია, მათ შორის ე.წ.ძილის დაავადების. რა თქმა უნდა, ასეთი მოგზაურობის დროს, გადამღებ ჯგუფი უზრუნველყოფილია მოულოდნელი საფრთხის ასაცილებლად ყველა საჭირო მედიკამენტებით და ანტიდოტებით. ![]() საბოლოოდ გოგონა გადაარჩინეს, ის უკვე კარგად არის და ფოტოებიც გამოაქვეყნა აფრიკიდან. ![]() 762 3-ს მოსწონს
|