მამაკაცი ეს "პატარა ბიჭი" 32 წლისაა 2020, 18 სექტემბერი, 20:25 ![]() დენისმა 13 წლის ასაკიდან შეწყვიტა ზრდა, იმ პერიოდში ის აქტიური კონტაქტური ბიჭუნა იყო, თუმცა როცა შეატყო მისი თანატოლები იზრდებოდნენ, ხოლო თვითონ ისევ ბავშვივით იყო, ცოტა შეშინდა და მოიწყინა. ![]() ამჟამად დენისი ცხოვრობს დაბის ტიპის დასახლებაში ვლადივოსტოკის მახლობლად და მუშაობს რესურსმომარაგების კომპანიაში, დაბაში მამაკაცი უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან აქ ყველა იცნობს მას და შესაბამისად ბრიყვულ მომაბეზრებელ კითხვებს არც არავინ უსვამს. საკუთარი ბავშვური გარეგნობის გამო დენისს ბევრი უსიამოვნო მომენტების ატანა უწევს, ზოგი ჭკუას არიგებს, ზოგს კი საერთოდ ას სჯერათ მისი. მაგალითად ერთხელ ავტოინსპექტორმა გააჩერა, დენისს დიდხანს დასჭირდა მტკიცება, რომ მისი მართვის მოწმობა ნამდვილია. ამის გარდა დენისს იმდენად საკუთარი გარეგნობა არ აწუხებს, რამდენადაც ჯანმრთელობის პრობლემები, ახალგაზრდა კაცს სახსრების და წელის მუდმივი ტკივილები აქვს. ![]() 245 5-ს მოსწონს
|