მუსიკა როგორ იქცევა სიმღერა ჰიტად? 2012, 20 აგვისტო, 11:20 ![]() ტექსტისა და მუსიკის შექმნა ![]() შემდეგ ავტორი თავადვე ასრულებს ამ სიმღერას, იწერს მას და ავრცელებს. თუ ხმის ჩამწერი კომპანია ჩათვლის, რომ ეს სიმღერა მომგებიანი იქნება, შესაძლოა შესთავაზოს მას 2) კონტრაქტის გაფორმება სიმღერის ჩაწერაზე. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ ეს მომღერალი ნაკლებად ცნობილი სახეა, მათ შეიძლება მისგან სიმღერა იყიდონ და შემდეგ რომელიმე ცნობილ მომღერალს შეასრულებინონ. ![]() სტუდიაში კომპანია ქირაობს გამოცდილ პროდიუსერს, რათა უხელმძღვანელოს 3) სიმღერის ჩაწერის პროცესს. ![]() უმეტესწილად ჩაწერა ნაწილ-ნაწილ ხდება; ხშირად იწყება დასარტყამი ინსტრუმენტებით, გიტარით, ბასგიტარითა და კლავიშებიანი ინსტრუმენტით. მოგვიანებით წამყვან ვოკალისტებს, ბექ-ვოკალისტებსა და სოლოს შემსრულებლებს ემატება სპეციფიკური ხმის ეფექტები და იქმნება 4) მაღალი ხარისხის მუსიკა. ![]() ბაზარზე გატანა მეტი წარმატებისთვის ხშირად ხმის ჩამწერი კომპანიები ამა თუ იმ სიმღერაზე 5) იღებენ კლიპს. ![]() როგორც წესი, მომღერლები იქ უფრო მეტ ალბომს ყიდიან, სადაც 6) კონცერტებს მართავენ. ![]() ![]() ვინ განსაზღვრავს, იქცევა თუ არა ესა თუ ის სიმღერა ჰიტად? საბოლოო ჯამში თქვენ, მსმენელები. რის მიხედვით ირჩევთ მუსიკას — სიმღერა მოგწონთ თუ მომღერალი? ახდენს გავლენას გავრცელებული შეხედულებები თქვენს არჩევანზე? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან მუსიკას დიდი ძალა აქვს და ჩვენზე ღრმა კვალს ტოვებს. ცვლილებები მუსიკის ინდუსტრიაში ინტერნეტმა, ამასთანავე იაფმა აპარატურამ და პროგრამებმა დიდი გადატრიალება მოახდინა მუსიკის ინდუსტრიაში. დღეისათვის მომღერლებს შეუძლიათ საკუთარ სახლში ჩაწერონ მაღალი ხარისხის მუსიკა და ხელმისაწვდომი გახადონ ფართო მასებისთვის. ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო, რომ „რამდენიმე ცნობილმა მომღერალმა ისე ჩაწერა და გაავრცელა თავისი სიმღერები, რომ საერთოდ არ მიუმართავს ჩამწერი კომპანიებისთვის“. 171 3-ს მოსწონს
|