სხვა ორი დაქალი სელფის გადაღების დროს დაიღუპა 2020, 17 სექტემბერი, 15:27
ბრაზილიაში, ორმა განუყრელმა დაქალმა, 18 წლის ბრუნა ველასკესმა და 19 წლის მონიკა მედეიროსმა ველურ ბუნებაში გასეირნება გადაწყვიტეს და პარალერულად ეფექტური ფოტოსესიის გადაღება.
გოგონებმა სახიფათო ვიწრო ბილიკების გავლით გეზი ჩანჩქერ სალტო კავეირასის სათავისკენ აიღეს.
ჩანჩქერის მწვერვალზე ასულებმა, საიდანაც ეფექტური, ულამაზესი ხედი იშლებოდა, გოგონებმა სელფის გადაღება დააპირეს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცდა, ხოლო მეორემ მიშველება სცადა, საბოლოოდ ორივე გოგონა 30 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხნენ. ბრუნა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მონიკა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, გოგონას მრავლობითი ტრავმების გარდა და თავის ქალა ჰქონდა გატეხილი. ბრუნას 28 სექტემბერს 19 წელი უსრულდებოდა. მონიკა მედდის პროფესიას ითვისებდა, სიკვდილამდე გოგონამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:"როცა გულში მზეა, წელიწადის ნებისმიერ დროს ზაფხულია". 1151 6-ს მოსწონს
|