სხვა ჩინეთის ცაზე ქალაქი -მოჩვენება გამოისახა(ვიდეო) 2020, 16 სექტემბერი, 12:20 ![]() 11 სექტემბერს მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო-ვიდეომასალა, სადაც ჩანს ცაში გამოსახულ ქალაქი- მოჩვენება, რომელიც გარკვეულწილად ძალიან წააგავს ჰოგვორტსის მაგიის და ჯადოქრობის საგანმანათლებლო დაწესებულებას "ჰარი პოტერიდან". ჰოგვორტსის მსგავსი მოჩვენება ცაში დააფიქსირეს აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციის დედაქალაქ ძინანში, დილით ადრე თანამედროვე შენობების თავზე. "ეს რა არის, ჰოგვორტსის შანდუნის ფილიალი?"-წერს ერთ-ერთი მომხარებელი სოციალურ ქსელში. მირაჟი იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა.ძირითადად მაშინ წარმოიქმება, როდესაც ჰაერის ტენიანობაში უფრო მეტი სითბო ფიქსირდება, ვიდრე ზედაპირზე, წყლის ტემპერატურაში.ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურის (ე.ი. სიმკვრივის) სხვადასხვაობა იწვევს საგნიდან წამოსული სინათლის სხივების გამრუდებას, რა დროსაც ხდება სინათლის გარდატეხის ანომალური განაწილება, რა დროსაც ატმოსფეროში ჩნდება ოპტიკური ილუზია. ![]() ![]() 353 7-ს მოსწონს
|