დიეტოლოგია ეს 7 პროდუქტი დაგეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში 2020, 14 სექტემბერი, 17:55 სტატიაში ვსაუბრობთ ბუნებრის ანტიდეპრესანტებზე, რომლებიც გაამხნევებენ და უამარავ სარგებელს მოუტანენ თქვენს სხეულს.
შვრიის ფაფა შესანიშნავად ებრძვის ცუდ განწყობას, ვიტამინი B6 და B1-ის, ფოლიუმის მჟავის და პანოთენური მჟავის დახმარებით. ეს საკვები ადვილად მონელებადია და ხელს უშლის განწყობის გაფუჭებას, რომელიც გამოწვეულია არასასურველი ნახშირწყლების მიღებით. ნუში გაწვდით B6 ვიტამინის აუცილებელ დოზას, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე და დამამშვიდებლად მოქმედებს. ავოკადო დამღლელი დღის შემდეგ დაბრუნებული, ნუ იჩქარებთ მაცივრის გამოღებას და ჩვეულებრივი საკვების მიღებას. მიირთვით ნახევარი ავოკადო, რომლის დახმარებითაც იგრძნობთ ენერგიასა და ძალას. ასევე შეამცირებთ კიბოს წარმოქმნის რისკს. მისი სქელი კონსისტენცია იდეალურს ხდის სალათებსა და ცხელ კერძებს. ფორთოხალი მეცნიერები და დიეტოლოგები გვეუბნებიან, რომ ფორთოხალს აქვს თერაპიული ეფექტი. მხოლოდ რამდენიმე ფორთოხალი დაგეხმარებათ ოპტიმიზმით შეხედოთ ცხოვრებას. მისი სურნელებაც კი განწყობას აუმჯობესებს და გეხმარებათ წვრილმან პრობლემებს დააღწიოთ თავი. ბანანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიდეპრესანტია. აუცილებელი სეროტონინის გარდა, იგი შეიცავს სასარგებლო კომპონენტებს თმისა და კანის სილამაზისთვის. ისპანახი დაგეხმარებათ ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შევსებაში. არის მაგნიუმით მდიდარი, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს. შოკოლადი თქვენ გჭირდებათ შოკოლადი! კაკაოს მარცვლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის, ენდოფრინების გამომუშავებას. ოღონდ შოკოლადი უნდა იყოს მაღალი პროცენტის, უკეთესია თუ 85%-იანი იქნება. 97 შეფასება არ არის
|