ფსიქოლოგია საყვარელი ფერი გამოხატავს როგორია ინდივიდი 2020, 14 სექტემბერი, 12:39 ყველას აქვს საყვარელი ფერი. შეიძლება ასე კონკრეტულად განსაზღვრული არ გაქვთ, თუმცა როცა დაინახავთ სასურველ ავტომობილს ან ჩასაცმელს იტყვით: "ეს ჩემი ფერია". ზუსტად ეს არჩევანი, თქვენი საყვარელი ფერი, გამოხატავს თქვენი პიროვნული თვისებების დიდ ნაწილს.
წითელი მადის მომყვანი ფერია და ძალიან პოპულარულია საკვები ობიექტების დიზაინში. თუ თქვენი საყვარელი ფერი წითელია, თქვენ ხართ თამამი, მშვიდი და ენერგიით სავსე. ამბიციური პიროვნება ხართ და გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
სტაფილოსფერი წარმოადგენს სოციალურად აქტიურ ფერს. ამ ფერის მოყვარულს უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, თუმცა თავისი პირადი სივრცე და საზღვრები მაინც სჭირდება. ყვითელი წარმოადგენს ბედნიერებისკენ სწრაფვას და სწავლის სიყვარულს. ვისი ფავორიტიც ყვითელია წესრიგის მოყვარულია, უყვარს ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვა. მწვანე ფერის მოყვარულები ერთგულები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. ლურჯი ყველაზე პოპულარული ფერია. წარმოადგენს შინაგან სიმშვიდეს და გულწრფელობის, სიმართლის მოთხოვნილებას. ამ ფერის მოყვარულები რწმენით და იდეალებით ცხოვრობენ. ასევე უყვართ სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო. ფირუზისფერი წარმოადგენს ცხოვრებაში ემოციური ბალანსის შექმნის სურვილს. ამ ფერის მოყვარულებს სურთ მსოფლიოში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ. იასამნისფერი მხატვრული და უნიკალური ინდივიდია. მისი მოყვარულები ხშირად ინტუიციურები და სულიერებით ღრმად დაინტერესებულები არიან. აქტიურები და თანაგრძნობით სავსენი არიან, დეტალებს აქცევენ ყურადღებას, მუდმივად ყველოაფერს აანალიზებენ. ვარდისფერი მოსიყვარულე, რბილ და მგრძნობიარე პიროვნებას წარმოადგენს. რომანტიკული ხედვა და სიცოცხლეზე ზრუნვა მუდამ თან ახლავს. შავი - მტკიცე ნებისყობა და განსაზრვრული ხასიათი. ეძებს ძალას და პრესტიჟს. შავი ფერის არჩევა დახვეწილი გადაწყვეტილებაა. თეთრი წარმოადგენს სისუფთავეს, მარტივ და მშვიდობიან ინდივიდს. ამ ფერის მოყვარულები ოპტიმისტები არიან და ხალხს ისინი ნათელი ბუნების გამო ძალიან ადვილად უყვარდებათ. ეს პიროვნება თვითკმარია. 155 შეფასება არ არის
|