მაკიაჟი და ვარცხნილობა ქალს ძალიან თხელი თმა ჰქონდა და დასახმარებლად სტილისტს მიმართა 2020, 12 სექტემბერი, 11:15 ბუნებამ ლამაზი, სქელი, ხავერდოვანი თმით ყველა არ დააჯილდოვა. სწორედ ამიტომ, სტილისტებმა იციან საიდუმლო, როგორ გადააქციონ თხელი კულულები მოდურ ვარცხნილობად.
ამისთვის მოკლე ვარცხნილობას გირჩევენ, რომ ვიზუალურად მოცულობა შემატოთ.
სტილისტს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც თხელი თმის მოწესრიგება სურდა. სტილისტიც საქმეს შეუდგა. პირველი ეტაპი – სიგრძის მოკლება. ამისთვის უბრალოდ თმა ერთ კონად შეკრა და გადაჭრა. ამის შემდეგ ქვედა სიგრძე გაასწორა. სახის ნაკვთების დასარბილებლად და უფრო ქალური ვარცხნილობის მისაღებად ირბი, გრძელი ჩოლკა გაუკეთა. რაც შეეხება შეღებვას, შეგიძლიათ ერთ ფერში შეიღებოთ, მაგრამ თუ ამოცანა ვიზუალურად გაახალგაზრდავებაა, სჯობს ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე შეფერილობა გამოიყენოთ. ერთ–ერთი თმის შიდა ნაწილზე ისმება, მეორე – გარე ფენაზე. ბოლოს კლიენტს ელოდება ფენით დავარცხნა და მსუბუქი დახვევა. ძალიან ეფექტური და მოდური ვარცხნილობა გამოვიდა. ასევე დაგაინტერესებთ: მას სურდა, რომ ლამაზი პატარძალი ყოფილიყო. ვიზაჟისტის მუშაობის შემდეგ საქმრომ ვერ იცნო ვიზაჟისტმა კოსმეტიკის დახმარებით 80 წლის ბებია გაახალგაზრდავა 27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით ნიჭიერი ვიზაჟისტი, რომელმაც იცის ნებისმიერი ქალი დედოფლად როგორ აქციოს. 14 ნამუშევარი 20+ ფოტო მტკიცებულება, რომ ნებისმიერი ქალი ქალღმერთია 264 1-ს მოსწონს |