შოუბიზნესი ოთარ ტატიშვილის ვაჟი დაინიშნა - ვინ არის მისი რჩეული 2020, 12 სექტემბერი, 0:19 ექიმის, მსახიობისა და ტელე-რაიო წამყვან ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, მომღერალი შოთიკო ტატიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მარიამ ხულელიძეა. ნიშნობის ცერემონია რამდენიმე დღის წინ მარანი ჰოლში, ოჯახის წევრების და მეგობრების თანდასწრებით გაიმართა. ზუკა და შოთიკო ტატიშვილები ოთარს პირველი ქორწინებიდან, ეკა არჩვაძესთან, ჰყავს. მათი ქორწინება მხოლოდ 6 წელი გაგრძელდა. შოთიკო მუსიკოსია და სახლში საკუთარი სტუდია აქვს მოწყობილი, მისი მომავალი მეუღლე კი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 602 1-ს მოსწონს
|