სისხლის სამართალი "ცოლი დამეკარგა მიშველეთ"-ქმარი თავისავე მოკლულ ცოლს "ეძებდა" 2020, 10 სექტემბერი, 13:00 ეს ტრაგედია გასულ ზაფხულს სოჭში მოხდა. ქალის გაუჩინარების შემდეგ მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. 2019 წლის 18 აგვისტოს მოხალისეები და უბრალოდ ადამიანები, რომელბმაც გულთან მიიტანეს ეს ამბავი, სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ სავარაუდო ორიენტაციას უგზო-უკლოდ დაკარგული 45 წლის სვეტლანა ბაბლიძის შესახებ. ქალის გაუჩინარების ამბავი პირველი ქმარმა გააჟღერა. - გთხოვთ დამეხმაროთ მეუღლის პოვნაში! - წერდა საკუთარ გვერდზე 47 წლის კონსტანტინე. -იგი ბოლოს მაღაზია "მასტეროკთან" ნახეს. ამის შემდეგ ტელეფონი ითიშება და მასთან კავშირი აღარ არის. დაკარგული ქალის ნათესავები ნერვიულობისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ - ვერავინ გაიგო, სად შეიძლებოდა ქალი გამქრალიყო. დამწუხრებული იყო ქმარიც. ის მეუღლის ძებნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და არ ავიწყდებოდა მადლობა გადაეხადა მოხალისეებისთვის, რომლებიც ყოველდღე უზარმაზარ ტერიტორიას ჩხრეკდნენ. მან ცრუ კვალზე სამართალდამცავები ორი კვირის განმავლობაში ატარა . 1 სექტემბრის ღამეს, კი ქალის ნაწამები სხეული იპოვეს ხევში, სოფელ კრასნაია ვოლიაში, თითქმის სამი საათის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც სავარაუდოდ სვეტლანა გაქრა. ქმარს, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ისინი ასე შორს არ მოძებნიდნენ არ ადამიანს, მაგრამ შეცდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასამართლო -სამედიცინო ექსპერტებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ქალის სიკვდილი ძალადობრივი იყო და ის ორი კვირის წინ დადგა. სწორედ იმ დროს, როდესაც ქმარმა მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა. გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, დაიწყო საქმის წარმოება და შედეგად, გამოიკვეთა სულ სხვა გარემობები, ხოლო ერთ – ერთი დაკითხვის დროს „მსახიობმა კონსტანტინემ “ აღიარა მკვლელობა. დადგინდა, რომ 16 აგვისტოს ღამით, ბრალდებული და მისი ცოლი იყვნენ ხოსტინსკის რაიონის სანაპიროზე, კონფლიქტის შედგეად მამაკაცმა გაგუდა ცოლი, შემდეგ კი მისი გვამი, სოფელ კრასნაია ვოლიას სიახლოვეს, ტყეში გადამალა სხდომაზე ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ცოლი გაუფრთხილებლობით მოკლა. გუშინ, 2020 წლის 9 სექტმებერს შედგა სასამართლო, რა დროსაც მამაკაცს 9 წელიწადი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იგი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. სვეტლანა ბაბლიძე ბაღის აღსაზრდელებს მუსიკას ასწავლიდა. 886 5-ს მოსწონს
|