საზოგადოებრივი ერთ-ერთი ლიდერი ვაქცინის გამოცდა დროებით შეაჩერეს,რადგან ერთ-ერთ მოხალისეს მწვავე გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა 2020, 9 სექტემბერი, 14:51
AstraZeneca- ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული SARS-CoV-2 კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დროებით შეჩერდა ერთ-ერთ პაციენტში შესაძლო საშიში გვერდითი რეაქციის გამო. ამის შესახებ Stat News იუწყება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეჯიბრში ერთ-ერთი ლიდერის-AZD1222 ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ტესტირება შეჩერებულია გვერდითი მოვლენების მონაცემების გასაანალიზებლად, განაცხადა AstraZeneca- ს წარმომადგენელმა. სუბიექტში დაწყებული აუხსნელი გვერდითი რეაქცია შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ვაქცინასთან, მაგრამ კვლევების შეჩერება მაინც აუცილებელია, ეს არის კვლევის სტანდარტული პროცედურა, რათა დადგინდეს რეაქციის მიზეზი. არის იმის მოლოდინი, რომ კვლევის მონაწილე გამოჯანმრთელდება, თუმცა რა სიმპტომები გამოუვლინდა სუბიექტს AstraZeneca არ აკონკრეტებს. AZD1222-კვლევის მეორე ფაზაში, სუბიექტების 60 პროცენტს (საერთო ჯამში 1000 მონაწილე) აღენიშნებოდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და მგრძნობელეობა ინექციის შეყვანის ადგილზე, მაგრამ ყველა მოვლენა ძალზე უმნიშვნელო იყო. ტესტირების მესამე ფაზაში, დაახლოებით 30 ათასი ამერიკელი იქნება ჩართული. AZD1222 შეიქმნა ნეიტრალიზებულ ადენოვირუსის საფუძველზე, რომელიც იწვევს გაციებას, მეცნიერებმა მას დაუმატეს SARS-CoV-2 ცილის ერთ-ერთი გენი. მსგავსი ადენოვირუსული ვაქცინები უკვე დატესტილია სხვა საშიში ვირუსების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა ებოლას ვირუსი. AstraZeneca-ს სპეციალისტები აპირებენ ამ შემთხვევის დაჩქარებულ ანალიზს, რათა დროში არ შეფერხდეს კლინიკური კვლევების დასკვნითი ფაზა. ამჟამად ცხრა ვაქცინაა "ფინალში" გასული, რომელთა კვლევა დასკვნით III ფაზაშია და სხვა პრეპარატებზე მომუშავე მკვლევარებიც ეძებენ, სადმე კიდევ ხომ არ დაფიქსირდა მსგავსი გვერდითი მოვლენა. 37 3-ს მოსწონს
|