ტენდენციები გოგონები შიშველ მკერდზე იკეთებენ უსაფრთხოების ღვედს და გვახსენებენ რა არის მთავარი საჭესთან ჯდომის დროს 2020, 7 სექტემბერი, 14:30
"უსაფრთხოების ღვედის"(Seat belt Challenge) გამოწვევა ერთი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ერთთვიანი ფლეშმობი, რომლის დროსაც აუცილებელი იყო ფოტოს გადაღება შეკრული უსაფრთხოების ღვედით.
შემდეგ ეს გამოწვევა აიტაცა დანია საფამ, შექმნა ცალკე "ინსტაგრამის" ანგარიში, მიზეზი მისი მეგობრის გარდაცვალება გახლდათ, რომელიც გადარჩებოდა ავტოვარიის შემდეგ, უსაფრთხოების ღვედი შეკრული რომ ჰქონოდა. მაგრამ შემდეგ მოხდა, ისე, რომ ლამაზმანებმა "ინსტაგრამიდან"ზედიზედ დაიწყეს საკუთარი სელფის ატვირთვა მანქანებიდან იგივე ჰეშტეგით-Seat belt Challenge, თუმცა ერთი განსხვავებით - მათი ფოტოები საკმაოდ გამომწვევია, რა დროსაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება(უფრო სწორად ასეცაა), რომ საკუთარი ფუფმულა მკერდის გამომზეურებას უფრო სურთ... შედეგმაც არ დააყოვნა, გოგონები იშიშვლებენ მკერდს სურათებისთვის, აგროვებდნენ უამრავ ლაიქს და ხელს უწყობდნენ ჩელენჯის მასებში გავრცელებას. ახლა ამ ჰეშთეგზე შეგიძლიათ იპოვოთ ორი ათასზე მეტი პუბლიკაცია, წერს Yahoo. 1747 5-ს მოსწონს
|