x
წიგნები, რომლებიც დაუვიწყარი გახდება თქვენი შვილებისთვის

image
რა წიგნები უნდა წაიკითხონ ბავშვებმა.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო წიგნია, იანუშ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი" ეს წიგნი ეხება ბავშვს რომელსაც, მამის დაღუპვის გამო ადრეულ ასაკში მოუწევს გამეფება. მისთვის ეს ძალიან უცნაური იქნება. ამ წიგნმა ძალიან ბევრი ბავშვის გულის დაპყრობა შეძლო, ძალიან გულის ამაჩუყებელია ასევე იმ ამბის მოსმენა თუ როგორ დაიღუპა ამ წიგნის მწერალი. შემდეგი წიგნი, რომელიც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ბავშვებისთვის ეს არის ლინდა მალალი ჰანთის "თევზი ხეზე". ეს წიგნი გოგონაზეა, რომელსაც დაავადების გამო არ შეუძლია კითხვა. ამის გამო მთელი კლასი აბუჩად იგდებდა, სანამ მასწავლებელი არ შეეცვალათ. მასწავლებელის შეცვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იწყება. ამ წიგნმა არანაკლებ დაიპყრო ჩემი გული. ჩემი აზრით, ეს წიგნი ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს. თუ თქვენ ბავშვებს აინტერესებთ ფანტასტიკური წიგნები, მაშინ შემდეგი წიგნი მათთვისაა. ეს წიგნია ნილს სიმეონის "14 კრისტალის თეორია" .შინაარსი: ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად ტყეში სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს პატარა ბიჭი უგო, რომელსაც დახმარება ძალიან სჭირდება. შემდეგ გაიცნობს გოგონას სახელად ინგე და აქედან იწყება მათი ჩახლართული ისტორია. შემდეგი წიგნი ძალიან გულის ამაჩუყებელია. ეს წიგნია სარა პენიპეკერის "პაქსი". ეს არის ნამდვილი მეგობრობის და ერთგულების გულისამაჩუყებელი ამბავი, რომელიც ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ეს წიგნია მელიაზე რომელიც ტყეში გაუშვეს, შემდეგ კი ყველაფერი აირდაირია. მე გირჩევთ, რომ აქ მოცემული წიგნები წააკითხოთ თქვენს ბავშვებს. მერწმუნეთ ეს წიგნები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს ❤️❤️❤️.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ალეკო3538
ალეკო3538
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0