მოვლენები ქართული ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე 2020, 4 სექტემბერი, 22:42 მომავალ სეზონისზე პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ათი ახალი ბრენდი იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ქართული ბრენდი. პარიზის მოდის კვირეულის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში ირაკლი რუსაძე თავისი ბრენდის, სიტუაციონისტის, ახალი კოლექციის ჩვენებას გამართავს. კვირეული 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯერ უცნობია ოფიციალური განრიგი და არ ვიცით, როდის ვიხილავთ ჩვენებას. ამ ბრენდის სამოსში რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავი ვიხილეთ, მათ შორის, ბელა ჰადიდი. 48 2-ს მოსწონს
|