კულტურა ზოგიერთი სასახლის ეტიკეტი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა 2020, 4 სექტემბერი, 10:53 იცით თუ არა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა უცნაური მიზეზით მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ ან ცდილობდნენ დაეცვათ სასახლის ეტიკეტი? შეიძლება გავიდე?ნაღვლიან ისტორიას მოგვითხრობს ლეგენდა გამოჩენილი დანიელი ასტრონომის, ასტროლოგის და ალქიმიკოსის, ტიხო ბრაგეს შესახებ (ტიხო ბრაგეს სახელობისაა კრატერები მთვარეზე და მარსზე). მაშ ასე, ასტრონომს, რომელიც მიწვეული გახლდათ იმპერატორ რუდოლფ მეორესთან ვახშამზე, საპირფარეშოში გასვლა დასჭირდა. იმპერატორზე ადრე მაგიდიდან ადგომა ცუდ ტონად ითვლებოდა. რუდოლფი კი ტრაპეზის დატოვებას არ აპირებდა, და საცოდავი ტიხო ითმენდა, სადამდეც შეეძლო. ბოლოს ვეღარ გაუძლო და... გარდაიცვალა, როგორც მაშინ ჩათვალეს, შარდის ბუშტი გაუსკდა. მართალია, შემდეგ მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შარდის ბუშტი ფიზიკურად არ შეიძლებოდა გამსკდარიყო, უბრალოდ ასტრონომს ბოლო მომენტში თირკმელებმა უმტყუნა. მაგრამ სულერთია, არასასიამოვნო მოვლენაა. ცხენით გასეირნებააი შემთხვევა, როცა არ გაუმართლა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს. 1689 წელს, ესპანეთის მეფის, კარლოს მეორის მეუღლემ, მარია ლუიზა ორლეანელმა, ცხენით გასეირნება მოინდომა. ცხენი ჯიუტი აღმოჩნდა და როგორც კი დედოფალი უნაგირზე დაჯდა, ყალყზე შედგა და მხედარი გადმოაგდო, უფრო სწორად ეცადა გადმოეგდო, მაგრამ მარია ლუიზას ფეხი უზანგში გაეჭედა და გაქანებულმა ცხენმა მხედარი თან გაიყოლა. საშველად არავინ მისულა–ეტიკეტის მიხედვით დედოფლის შეხების უფლება მეფის გარდა არავის ჰქონდა, მეფე კი მაინცდამაინც არ იწვოდა დედოფლის გადარჩენის სურვილით, ან შეიძლება სულაც დაიბნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორმა ახალგაზრდა ოფიცერმა დაიცადა, სანამ ცხენი საკმარისად მოეფარა თვალს, რისკის ფასად გააჩერეს გაგიჟებული ცხენი და დედოფალი უზანგიდან გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ მან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა. მიშველეთ! ვიწვები!ერთხელ ესპანეთის მეფე, ფილიპე მესამე ბუხარს მიუჯდა გასათბობად, იქიდან კი ნაპერწკალი მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა. სასახლის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, რომელსაც ევალებოდა ბუხრის წინ უსაფრთხოებისთვის ტიხრის (შირმის) დადგმა, მეფის საუბედუროდ იმ მომეტში იქ არ იმყოფებოდა, იქ მყოფებს კი, მათ შორის მეფესაც, ბუხრის მოწყობილობებისთვის ხელის ხლება ეკრძალებოდათ. ფილიპე მესამე, რა თქმა უნდა გადარჩა (ეტიკეტი ეტიკეტად, მაგრამ ალბათ თვითონვე მოშორდა ცეცხლს და გვერდით გაიწია), თუმცა სახე დაეწვა. ეს შემთხვევა მისთვის ალბათ ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა. ჯარიმა ბოიარინიას!აი ბოიარინია ოლსუფიევას კი ძალიან არ გაუმართლა! პეტრე პირველს, როგორც იცით სმა უყვარდა, მაგრამ უფრო მეტად უყვარდა, როცა ბოიარებს ასმევდა. ამ მიზნით, იმპერატორი პერიოდულად ასამბლეებს აწყობდა, უხეშად რომ ვთქვათ, ღრეობებს, სადაც ყველას დასწრება სავალდებულო იყო, მათ შორის ქალებისაც. ერთ-ერთ ასეთ ასამბლეაზე მოვიდა ბოიარინია ოლსუფიევაც (იგი ფეხმძიმედ იყო) მეუღლესთან ერთად, თანაც დააგვიანეს, ამიტომ მეფემ პირადათ დაუსხა და დაალევინა ორივეს საჯარიმო ღვინით სავსე თასი. ბოიარი კიდევ არაუშავს, მაგრამ მისი მეუღლე ცუდად გახდა და მუცელი მოეშალა. ეს ნაყოფი სპირტში დღემდე ინახება კუნსტკამერაში. ეკატერინე მეორეეკატერინე მეორის სასახლის კარზეც ხდებოდა შემთხვევები დაკავშირებული ეტიკეტთან, თუმცა შედარებით ჰუმანური ხასიათის. მაგალითად, ფრეილინა ლაპუხინას იმპერატორმა საკუთარი ხელით მოაჭრა თმა, რადგანაც მისი ვარცხნილობა არ შეეფერებოდა სასახლის ეტიკეტს. ლაპუხინას კიდევ გაუმართლა, დიდი ამბავი, ვარცხნილობა თუ გაუფუჭეს, მითუმეტეს არა ვიღაცამ, არამედ თვითონ იმპერატორმა. ზოგიერთ ქალბატონს მეფე საერთოდ აგდებდა, ამასთან არა მხოლოდ სასახლიდან, არამედ შორს დადაქალაქიდან, "მიყრუებულ სარატოვში", მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ვარცხნილობა დედოფლის ვარცხნილობაზე მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის მიერ შედგენილ "ერმიტაჟის ეტიკეტში" არსებობდა ასეთი მითითება: თუ სტუმარი დაინტერესდება ფაიფურის სტატუეტკით ან თაროებზე არსებული რომელიმე ნივთით, შესაბამისი დათვალიერების შემდეგ საჭიროა ისევ თაროზე დააბრუნოს და არ ჩაიდოს ჯიბეში. ეს შენიშვნა ნათლად ასახავს იმ შეხედულებებს, რომელიც იმ დროისთვის სასახლეში მეფობდა.669 7-ს მოსწონს
|