საქართველო ნინო ლომჯარია:" FBI აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არ არის" 2020, 3 სექტემბერი, 17:43 სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ლომჯარიამ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს საკითხი დავაყენეთ გენერალური პროკურატურის წინაწე. მათ განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები და ქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები, თქვეს, რომ იყო გაგზავნილი მოთხოვნები და კვლავ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. არის გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, რათა მიიღონ სატელიტის მეშვეობით სურათები. ამას უფრო დეტალურად ვნახავთ, რაც საქმეში ჩავიხედავთ, რა გაკეთდა, თუმცა, როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, ამ მიმართულებით ნამდვილად მუშაობს გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნით მათ აშშ-ის საელჩოსთან აქციაც გამართეს, რის შემდეგაც, 4 აგვისტოს ოჯახს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ FBI საქართველოში მიმდინარე გამოძიებაში სახელმწიფოს ოფიციალური მოთხოვნის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა. ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებებმა ბაჩალიაშვილის გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ოფიციალური წერილით მიმართს თუმცა, როგორც დღეს, 3 სექტემბერს, გახდა ცნობილი, ბიურომ უარი განაცხადა გამოძიებაში ჩართვაზე. აღსანიშნავია, რომ FBI, საქართველოში რამდენჯერმე ჩაერთო გამოძიებაში პირდაპირ თუ ირიბად, თუმცა ყოველთვის მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყნის ინტრესები იკვეთებოდა, ან საქმე უშუალოდ მათ მოქალაქეებს შეეხებოდა. 78 5-ს მოსწონს
|