x
image
ლურჯი თოლია
ქართული ანბანის საიდუმლო და კავშირი შუმერულთან - "წარმოდენაც არ გვაქვს, რომ ისინი შუმერულია"
image
„აზიგ“ — უკურნებელი სენის დემონი შუმერულში; სვანურში „მაზიგ“ ჭირი და ტკივილია;
„აქადი“ — შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აცდენს“, მქადნე კი მაცდუნებელს ნიშნავს;
„არურუ“ — შუმერულად დემონი, სვანურში კი დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი;
„ბაბა“ — შუმერული ღმერთი, სვანურად — პაპა;
„გათ-უმდუგი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურში „უმდაგ“ — ჩაუმქრალი, უკვდავი;
„დალი“ შუმერში ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, სვანეთში კი — ნადირობის ქალღმერთი;
„დი“ — შუმერულშიცა და სვანურშიც ნიშნავს დედას;
„ენლილე“ — შუმერთა ღმერთი, სვანური სიმღერა „ლილეო“ — მზის სადიდებელი;
„ირმინი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურად „ირინი“ — „ნათდება“;
„ლუგალ“ — მმართველი, მეფე შუმერში, სვანურად „ლუქალ“ — ქებულს, დიდებულს.
„ლამარი“ — ქალი ღვთაება შუმერში, „ლამარია“ სვანურად — ღვთისმშობელი.
„ლაგაშ“ — შუმერში ადგილის სახელწოდება, სვანურად „ლაგაშ“ — ფეხის დასადგამი ადგილი;
„მარ“ ან „მარუმ“ — შუმერულად ნიშნავს ვაჟიშვილს, „მარე“ სვანურად ნიშნავს კაცს;
„ნამთარი“ — შუმერულში ბედისწერის მაუწყებელი, სვანურად კი იგივეა, რაც წინასწარმეტყველი.
„ქალ“ ან „ქალ-ლა“ — შუმერულად ნიშნავს ფასდაუდებელს, „ლ-ქალ“ სვანურადაც ფასდაუდებელია;
„უთუ“ — შუმერთა მზის ღმერთი, სვანურად „ათუ“ — ცხელი.
არა მხოლოდ სვანურში, უშუალოდ ქართულ ენაშიც მრავლად მოიძებნება შუმერული სიტყვები, რომელთაც სისტემატურად ვიყენებთ და წარმოდენაც არ გვაქვს, რომ ისინი შუმერულია. რაც ყველაზე მთავარია, ამ სიტყვებს შუმერულშიც და ქართულშიც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს.
სიმბოლო ბორჯღალიც შუმერულია და ისევე, როგორც ჩვენთვის, შუმერებისთვისაც მზის უძველესი ნიშანია. და თუ შუმერთა მზის ნიშანი ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულით თარიღდება, ქვემო ქართლში, ამირანის გორაზე აღმოჩენილ თიხის ჭურჭელი, რომელზეც არის კიდეც აღბეჭდილი ბორჯღალი, ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასაწყისშია შექმნილი...
ქალდეველების დიდი ნაწილი დაიძრა მესოპოტამიიდან რომელიც, გაიყო ორად, ერთი ნაწილი წავიდა ჩრდილო აფრიკის მიმართულებით და საბოლოოდ დასახლდა სპანიაში (იბერია), მეორე ნაწილი ამოდის - ბრუნდება ანატოლია - საქართველოში. პირველი ქართველი იბერიელი, ვისაც ვიცნობთ იყო ფარნავაზი, მან მთებში დაასახლა თავისი მხედრობა.
ქართული ანბანი _ რომლის საფუძველზედაც ფარნავაზმა „განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ - საიდან მოიტანა ეს ანბანი ფარნავაზმა ასე უცბად? ურიელ ქალდეველებმა (იბრ-იბერ-ივერიელი), როგორც, ვიცით გაასაიდუმლოეს თავისი ცოდნა და შექმნეს რიცხვთა წიგნი, რომლის გაშიფრვა და წაკითხვა შეეძლოთ მხოლოდ მათ. ეს ცოდნა ჰქონდა დიდ პატრიარქს აბრაამსაც და მის შთამომავლებს მოსემდე, მოსე შეგნებულად არ გადასცემს ამ ცოდნას თავის ხალხს და ეს ცოდნა იკარგება, თუმცა ამ ცოდნას (ნაწილობრივ) ებრაელი ხალხი ეცნობა ბაბილონის ტყვეობის დროს და ქმნის კაბალას, მათ შორის რიცხვთა კაბალას.
ქართული ანბანი არის ქურუმთა ანბანი, მაგრამ, ეს ქურუმები ვინ იყვნენ და რა ცოდნა ჰქონდა ქართველ ქურუმებს ისეთი, რომ უნდა გაესაიდუმლოებინათ ან სად დაიკარგა ის ცოდნა - უცნობია. იქნებ იმ ურიელ ქალდეველ-იბრ-იბერიელ-ივერიელების შექმნილ და ამოტანილ შიფრ-ანბანზე ვლაპარაკობთ დღეს, როგორც იდუმალებით მოსილ ქართულ-იბერიულ ანბანზე ...
5
1280
5-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1280
  
2020, 6 სექტემბერი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 სექტემბერი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 სექტემბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 სექტემბერი, 21:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 სექტემბერი, 14:57
საინტერესო იყო ,
0 1 5