შოუბიზნესი „ჯოლის ასლი!“: 57 წლის ბრედ პიტმა ახალგაზრდა შეყვარებული მოდელი გამოაჩინა 2020, 3 სექტემბერი, 12:22 ყველა ირწმუნებოდა, რომ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლთან დაშორების შემდეგ ურთიერთობა და დაქორწინება არ სურდა.
თითქოსდა მან კერძო წვეულებებზე სიარული შეწყვიტა, სახლში დასახლდა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო და დილით ბროწეულის წვენის დალევა უყვარს. მაგრამ ეს ადრე იყო. აღმოჩნდა, რომ შეყვარებული მაინც ჰყავს. პიტის ახალი შეყვარებული გახდა მოდელი ნიკოლ პოტურალსკი, რომელიც სიტყვაზე 27 წლისაა და მსახიობზე გაცილებით ახალგაზრდაა. ინტერნეტ სივრცეში ბევრი მოდელს ჯოლთან ადარებს, რადგან მასაც მსხვილი ტუჩები, გამოხატული თვალები და მკაფიო სახის ნაკვთები აქვს. ამ დღეებში წყვილი კერძო თვითმფრინავით საფრანგეთში გადაფრინდა, სადაც ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს. თვითმხილველები ადგილობრივ ჟურნალთან საუბარში ამბობენ, რომ წყვილი ნამდვილი შეყვარებულივით იქცეოდა. ასევე დაგაინტერესებთ: რამდენიმე ფაქტი ნიკოლ პელტცის შესახებ – გოგონა, რომელმაც ბექჰემების შვილის გული მოიგო სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ 12 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლებიც საზიზღარი ჩვევებით არიან ცნობილი სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები 602 შეფასება არ არის |