x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116265
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
კიმ ჩენ ინმა თავისი და სიკვდილით დასაჯა?

image


სამხრეთ კორეის ჟურნალისტები თვლიან, რომ კიმ ჩენ ინმა შეიძლება სიკვდილით დასაჯა თავისი უმცროსი და, კიმ იო ჩჟონი, ვინაიდან. მასში პოლიტიკური კონკურენტი დაინახა. ამრიგად, შეიძლება აიხსნას, ის ფაქტი, თუ რატომ არ გამოჩნდა ქალი საზოგადოებაში 27 ივლისის შემდეგ. - იუწყება The Chosun Ilbo.




აღნიშნავენ, რომ კიმ იო ჩჟონი გაუჩინარდა რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც იგი დაინიშნა ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის პირველ მოადგილედ. ანალიტიკოსების აზრით, ავტომატურად კიმ ჩენ ინის და გახდა სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება. ამავე დროს, აღინიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რამდენჯერმე ნახეს ოფიციალურ გარემოცვაში გარე შეხვედრებზე, მაგრამ მათ შორის არ იყო დიქტატორის უმცროსი და.




კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, ნამ სუნ უკი ამბობს, რომ მმართველ ოჯახში არსებობს შემაკავებელი სისტემა, რომლის თანახმად ქვეყანაში ნომერ მეორე ადამიანი ვერ შელახავს ხელმძღვანელის პოზიციებს. ექსპერტთა აზრით, კიმ იო ჩჟონმა შეიძლება თავისი ნებით დაიხია უკან. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ქალს გაუსწორდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ კიმ ჩენ ინს კონკურენტებისთვის ცოტა დრო აქვს.





მანამდე, მედიაში გვრცელდა ჰიპოთეზა, რომ კიმ ჩენ ინი შეიძლება იმყოფება კომაში, რის გამოც მისმა უმცროსმა კიმ იო-ჩჟონმა სავარაუდოდ დაიკავა წამყვანი პოზიცია ქვეყანაში. ამავე დროს, ანალიტიკოსების აზრით, ქალმა ჩრდილოეთ კორეის მმართველობა დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის აშენებული ძალაუფლების მემკვიდრეობის სისტემა, ხოლო, დიქტატორის მდგომარეობის გამო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბდა ვაკუუმი.

0
1593
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0