საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელი, უელსის პრინცი და გრაფი ეჯიბრება ერთმანეთს.
გრაფი ამბობს, მე ყველაზე ტიტულოვანი ვარ, როდესაც მე დამინახავენ "თქვენო აღმატებულებავ" ასე მომმართავენ.
უელსის პრინცი ამბობს მე თქვენზე მეტი გავლენა მაქვს, ჩემს დანახვაზე " თქვენო ბრწყინვალებავ" ასე მომმართავენ.
კონტროლის პალატის თანამშრომელი ამბობს: სად თქვენ და სად მე, ჩემ დანახვაზე ამბობენ "ოჰ ღმერთო შენ მიშველე".
......................................................................
საბჭოთა ჯარიში ქუთაისელი ალაგებს ბარგს...
– სად მიდიხა? – კითხეს დანარჩენმა ქართველებმა – ჯერ შვებულება არ მოუციათ...
ქუთაისელი: – ხო არ მოუციათ, მარა შევედი გენერალთან და ვთხოვე, ოჯახში საქმეებია საკეთებელი და ცოტა ხნით წავალთქო...
გენერალმა მითხრა " წადი ჩემი კუტუნია ბიჭო წადიო..."
– კი მარა ეგ რუსულად როგორ გითხრაო...
– იძი ტი ნა ხუიო!
......................................................................
სუქანი კაცი დიეტოლოგთან მივიდა.სწრაფი მეთოდით დაკლება მინდაო.
ექიმმა შინ გაუშვა და მეორე დღეს ულამაზესი გოგო გაუგზავნა, წარწერით:"დამიჭირე და შენი ვარ".სდია მსუქანმა ხუთი დღე და 10 კილო დაიკლო.გახარებული მივიდა ექიმთან:
-ძალიან მომეწონა ეს მეთოდი და ახლა, ისეთი ვინმე გამომიგზავნე, მაგ დროში 20 კილო რომ დავიკლო.
– მეორე დღეს მსუქანს სახლში ეწვია უშველებელი მამაკაცი მკერდზე წარწერით:
"დაგიჭერ..?ჩემი ხარ..!
.......................................................................
ბავშვი შედის აფთიაქში:
– ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
– კონკრეტულად რა გტკივა?
– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა.