x
image
მაიკო ქავთარაძე
"მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ..."-ციტატები დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელიდან"
image


"დანაშაული და სასჯელი" დოსტოევსკის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი ნაწარმოებია. მასში ისმის სასტიკი პროტესტი კაპიტალისტური ცხოვრების წინააღმდეგ. რომანის გმირი, ღარიბი სტუდენტი როდიონ რასკოლნიკოვი კი ამ პროტესტის განსახიერებაა...


image


გთავაზობთ ციტატებს ნაწარმოებიდან:



1. წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...



2. საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.



3. სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.



4. ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!



5. ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის.



6. თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება... მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.



7. მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ, - ძვალსა და რბილში გაგვიჯდა!



8. ო, ხასიათით მდაბალნო! სიყვარულითაც კი ისე გიყვართ, თითქოს გძულდეთ... ო, როგორ მძულხართ ყველანი!



9. თავის თავზე ყველა თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს.



10. თუ გვინდა ადამიანზე მიუდგომელი აზრი ვიქონიოთ, საჭიროა წინათვე უარვყოთ ზოგიერთი წინასწარშედგენილი შეხედულება ჩვენს გარშემომყოფ ხალხსა და საგნებზე.



ასევე, დაგაინტერესებთ:



1. რატომ უნდა წავიკითხოთ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"?


2. "ლმობიერი" ნიკოლოზ პირველი და ორგზის სიკვდილი დოსტოევსკისათვის


3. ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიან!


4. "არ „დაანაგვიანოთ“ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი მომენტებისთვის ადგილი არ დარჩება."-დოსტოევსკის ცხოვრებისეული ფრაზები

0
195
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0