x
image
ქეთეონე
''ტროლები და ბოტები'' - კახი კალაძე

image

ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლას.
კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" ახლა პანდემიის დამარცხებაზეა ორიენტირებული და პარტიის რეკლამირებისთვის არ სცალიათ.
"არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში“ - აცხადებს კახი კალაძე.

0
43
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0