x
image
klopka
რა ხდება მსოფლიოში?

imageლაბორატორიულმა ტესტმა აჩვენა, რომ ინგლისის ქალაქების
ცენტრებში დამონტაჟებულ ბანკომატების კლავიატურებზე იმდენივე მავნე ბაქტერია ბინადრობს,
რამდენიც ინგლისის საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზებზე (THE TELEGRAPH, დიდი ბრიტანეთი).

„ზოგჯერ მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმის გამო,
რომ ვერ ამჩნევენ დედამიწის ზედაპირზე გაჩენილ ბზარებს ... (ამას
ადასტურებს წელს ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრა და შარშან ჰაიტის მიწისძვრა) ეს
ბადებს შემდეგ აღმაშფოთებელ შეკითხვას: რამდენი და რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება
მოხდეს ასეთი ბზარების გამო?“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).


„მსოფლიოს 4 უმდიდრეს ადამიანს . . .
გააჩნია იმაზე მეტი სიმდიდრე, ვიდრე 57 ღარიბ ქვეყანას ერთად აღებულს“ („საგარეო
პოლიტიკა“, იანვარი/თებერვალი 2011 წელი, აშშ).


მონაცემების თანახმად, პოლონეთში ბიზნესმენების
90 პროცენტი გასული ორი წლის განმავლობაში თავიანთივე მუშახელის ქურდობისა და
თაღლითობის მსხვერპლი გახდა (GAZETA PRACA, პოლონეთი).


ბრაზილიაში კათოლიკური ეკლესია 300 დოლარით აჯარიმებს პატარძალს, თუ ის საქორწინო ცერემონიალზე
დაიგვიანებს. წყვილი თანხას წინასწარ იხდის და თუ ნეფე-დედოფალი თავის დროზე გამოცხადდება
ცერემონიალზე, ფული უკან უბრუნდებათ (G1, ბრაზილია

2
95
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
95
  
0 1 2