საზოგადოება დიჯეი „ბეგი“ - „მიშას ბოდიშით როგორ ვუმკურნალოთ ჭრილობებს? დაცინვაა საარჩევნო ბოდიში“ 2020, 28 აგვისტო, 22:25 რადიო „ჩვენებურების“ დამფუძნებელი, ცნობილი და ერთერთი პოპულარული რადიოწამყვანი ბეგი ლოგუა მიხეილ სააკაშვილის საჯარო ბოდიშს ეხმაურება. ის სააკაშვილს მის ძალადობრივ მმართველობას ახსენებს და მიანიშნებს, რომ ბოდიში ვერ უმკურნალებს იმ მძიმე შედეგებს, რაც მისმა რეჟიმმა ქართველ ერს მიაყენა. „ე.წ. მესამე (ექს) პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვა ვიხილე და... ბოდიშიო... ხანდაზმული დედაჩემის და ჩემი 6 წლიანი უსამართლო დევნა, თვალთვალი, ზეწოლა, ცრუ დასმენა, პარლამენტის წინ შიმშილობა, ციხეში გამოკეტვა, დაშინებული მოწმეები, სამსახურიდან გაგდება და... ბოდიშიო... "ბოდიშით" როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ 6 წლის მიერ დატოვებულ ფიზიკურ და სულიერ ჭრილობებს?! დაცინვა უფრო მგონია, ეს საარჩევნო "ბოდიში"...“ - წერს ბეგი ლოგუა. ცნობილია, რომ რადიო „არ დაიდარდოში“ მუშაობის პარალელურად ბეგი ლოგუას დედას ნაციონალური მოძრაობის დროს დევნიდნენ და ის დაკავებულიც იყო. ამის გამო რადიოწამყვანი არაერთ საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო მანქანა უსაფუძვლოდ ებრძოდა. 143 შეფასება არ არის
|