x
image
lady.ge
მოკლე ვარცხნილობის გლამური- ანუ რითი სჯობია ბობ-კარე გრძელ კულულებს?

imageტრადიციული, "გრუზინული" აზროვნების მქონე მამრების მიერ დამკვიდრებულ დეფინიციას თუ დავუჯერებთ, ქალი "გრძელთმიანი და ჭკუამოკლე" არსებაა. თუმცა ოცდამეერთე საუკუნე, პრიორიტეტების და შესაბამისად ფასეულობების ცვლის საუკუნე, ამას გარდა ჯერ კიდევ ლეგენდარულმა კოკო შანელმა გაარღვია ქალების მიმართ დამკვიდრებული "გრძელი თმის" დოგმა და თამამად გამოეცხადა პარიზის გლამურულ საზოგადოებას მოკლედ შეკრეჭილი თმებით. დღესდღეობით, კი მოკლე ვარცხნილობა, ერთერთ მოდურ და დახვეწილ ვარცხნილობადაა მიჩნეული მსოფლიო მოდის მიმდევართა შორის. მათ შორის არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. მოკლე თმის პრიორიტეტი, გრძელთან შედარებით ისაა, რომ ამ უკანასკნელს შედარებით ნაკლები მოვლა-გადაყოლა ესაჭიროება. მრავალსაათიანი სალონური ვიზიტები მოკლე ვარცხნილობის პატრონებისთვის იშვიათი მოვლენაა. თუმცა მიუხედავად სიმარტივისა, მოკლე თმასაც სჭირდება შესაბამისი ხელშეწყობა. პირველ რიგში, როცა ამგავრ ვარცხნილობაზე შეაჩერებთ არჩევანს, ის უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ჩაცმის სტილი მას. მოკლე ვარცხნილობის მოყვარულთათვის, უფრო "ქეჟუალ" ან ნახევრად თინეიჯერული სტილის სამოსია მისაღები. ჯინსები, მაისურები, მოკლე ქვედაბოლოები, ტოპები.. აი ეს არის სამოსის ის სპექტრი რომლის ტარებასაც დიზაინერები მოკლე ვარცხნილობასთან შეხამებაში გვირჩევენ. ამას გარდა, მოკლე ვარცხნილობა, ფერებით და აქსესუარებით მაქსიმალური ინტერპრეტაციის საშუალებასაც გვაძლევს. რაც კორპორატიული დრეს-კოდის ან მკაცრი სტილის კოსტუმის ჩაცმის შემთხვევაშიც წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი იმიჯის შექმნისას. imageimageimageimageimageimageimageimage





3
3173
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
3173
  
2013, 23 თებერვალი, 21:11
მართალია რა მეც მოკლედ მაქვს და ძაან მაგარია ვინც მეუბნებოდა არ შეიჭრაო ეხლა ისინი მიდიან თმის შესაჭრელად.........მოკლედ კარგია გრძელი და მოკლე თმაც......მთავარია შენ რა გინდა...
2012, 19 აგვისტო, 23:36
სავსებიტ ვეტანხმები ამ სტატიას.მეც მოკლე ტმები მაქვს,კომპორტულიც არის მოდურიც და გლამურულიც.
2012, 19 აგვისტო, 1:19
"ტრადიციული, "გრუზინული"...გასაგებია.ნაცნობი სიტყვებია.
0 1 3