x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა აუკრძლა!!!!" - ნიკა გვარამია წულუკიანის ახალ გადაწყვეტილებაზე

image


"მთავრი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელსაც ანტიკონსტიტუციურს უწოდებს, თავად მინისტრს კი - "აუშვიცის მწამებელ ნაცისტად" მოიხსენიებს. წულუკინის გადაწყვეტილებით, თუკი ქორწიებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. გვარამიას თქმით, ხანდაზმული წყვილებისთვის, რომელთთავისაც ინვიტრო განაყოფიერებისას ყოველი დღე გადამწყვეტია ეს 1 წელი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. "მთავრი არხის" გენერალური დირექტორის აზრით, მოქმედი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებით ასიათასობით ადამიანს შვილის ყოლის უფლებას ართმევს: "ეს ბიოტერორიზმი რას ნიშნავს?! ჯერ, რა ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, რომ არ ვთქვათ, არაადამიანური?! ჯერ ერთი, იქნებ სულ არაა ქალი ქორწინებაში და არსაიდანაა ერთი წელი დასათვლელი, და ამ დროს რა ხდება, საერთოდ ვერ გააჩენს ინ ვიტრო გზით? - ვერაო, გვპასუხობს, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან. ანუ, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა საერთოდ აუკრძლა!!!! და თუ არ ყავს პარტნიორი კაცი, საერთოდაც თუ ლესბოსელია და არც უნდა რომ ყავდეს?! ან ქორწინებიდან ერთი წელი რას ნიშნავს? ხანდაზმული წყვილებისთვის ყოველ დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ინ ვიტრო განაყოფიერებისას?! ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი, სულით დამპალი მყაყი, პოტენციურად ასიათასობით ადამიანის ბედნიერების მომსპობი და ასიათასობით ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინების ამკრძალავი თავისი ერთი ხელმოწერით!"- დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნულ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა, და ის 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
208